ცივი ბორშჩის 8 საიდუმლო - Marao

ცივი ბორშჩის 8 საიდუმლო

2020-06-03 11:28:24+04:00


1. ჭარხლის ზომა. ცივი ბორშჩისთვის აჯობებს საშუალო ზომის ჭარხლის გამოყენება. მას უფრო გაჯერებული გემო აქვს, ვიდრე დიდს.

2. ყურადღება - ბულიონი! ცივი ბორშჩის მთავარი კომპონენტი. ის ყურადღებით უნდა მომზადდეს. ინგრედიენტების პროპორციების დაცვა აუცილებელია.

3. ცოცხალი გემო. იმისთვის, რომ ბორშჩს ცოცხალი გემო ჰქონდეს და წითელი ფერი შეუნარჩუნდეს, გახეხილი ჭარხალი მოათავსეთ ჯამში, დაასხით მდუღარე წყალი (1 ჭიქა). გადაწურეთ წვენი და შეინახეთ. როდესაც ბორშჩი მზად იქნება, წვენი ქვაბში ჩაასხით.

4. არ მოხარშოთ, ღუმელში შედგით. ბევრად გემრიელი გამოდის და ფერსაც არ დაკარგავს.

5. გამოიყენეთ ხარისხიანი ვაშლის ძმარი.

6. ცივი ბორშჩის შეუცვლელი ინგრედიენტია კვერცხი. შეგიძლიათ ჩვეულებრივად მოხარშოთ, მაგრამ ბევრად გემრიელი გამოვა ბორშჩი, თუ კვერცხს ფრანგული წესით მოხარშავთ (მდუღარე წყალში ჩაახალეთ და მოხარშეთ ნაჭუჭის გარეშე).

Фотография:  в стиле , Кулинарные рецепты, Советы, Французская кухня, Варить, Легкий завтрак, 15 минут, Завтрак – фото на InMyRoom.ru

7. ბორშჩი 1-2 სთ-ით გააჩერეთ მაცივარში და შემდეგ მიირთვით, რომ გემო კარგად გაუჯდეს.

8. ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი. ბოსტნეული აუცილებლად ახალი, ადგილობრივი ფერმიდან უნდა იყოს და არა შემოტანილი.