როცა ცოლქმრული ურთიერთობები ნაპერწკალს კარგავს - რომანტიკული იდეები სახლიდან გაუსვლელად - Marao

როცა ცოლქმრული ურთიერთობები ნაპერწკალს კარგავს - რომანტიკული იდეები სახლიდან გაუსვლელად

2017-08-27 14:06:52+04:00

ზოგჯერ საჭიროა რომანტიკული საღამოს მოწყობა, ურთიერთობების განახლება, მაგრამ ორივე დაღლილები ხართ კულტურული ან გასტრონომიული საღამოს მოწყობით ან ფინანსური შესაძლებლობები არ გაქვთ?
მაშინ დარჩით სახლში და სხვა იდეა განიხილეთ! გაუშვით ბავშვები თუნდაც ერთი ღამით ბებია-პაპასთან და მიუძღვენით დრო ერთმანეთს.

1. უყურეთ საყვარელი სერიალის მთელ სეზონს ან რომელიმე შოუს.

უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ (და გინდათ) ამის გაკეთება. გჯეროდეთ საკუთარი თავის. ბოლოს და ბოლოს ინტერნეტს მაინც მოწყდებით დროებით და ორივე ერთად გააკეთებთ რაღაცას,

ერთად განიცდით თუ იხალისებთ.

2. ითამაშეთ სამაგიდო თამაშები

ბევრი თვლის, რომ ეს მოსაწყენია, თუმცა სინამდვილეში ძალიან სახალისოა - ბანქო, ნარდი, ჭადრაკი, "მენეჯერი". ჩვენი დედები და მამები, ბებიები და პაპები მშვენივრად ერთობოდნენ ასე... თუ თქვენ მართლა არ მოგწონთ ეს იდეა, ითამაშეთ და შემდეგ შესთავაზეთ გართობის თქვენი ვარიანტი.

3. მოამზადეთ განსაკუთრებული ვახშამი

შეიძლება ბევრი საინტერესო იდეის მოფიქრება: ვახშამი მხოლოდ იმ პროდუქტებისგან, რაც მოგეპოვებოდათ სახლში; ვახშამი - სიურპრიზი; შეეჯიბრეთ ერთმანეთს საუკეთესო ვახშმის მოზადებაში - ერთნაირი პროდუქტებით... განაგრძეთ კითხვა