როგორ გამოიყურება სოსო პავლიაშვილის მეუღლე, რომელიც მომღერალზე 16 წლით უმცროსია - Marao

როგორ გამოიყურება სოსო პავლიაშვილის მეუღლე, რომელიც მომღერალზე 16 წლით უმცროსია

2017-08-29 13:24:23+04:00

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა მეორედ სამიოდე წლის წინ იქორწინა.
მისი რჩეული უკვე მრავალი წელია მოცეკვავე და მოღერალი ირინა პატლახია, რომელიც პარტნიორზე 16 წლით უმცროსია. წლების ურთიერთობისა და ორი ქალიშვილის შემდეგ პავლიაშვილმა ოფიციალურად იქორწინა საყვარელ ქალზე.

წყვილის ურთიერთობა უკვე 20 წელიწადს ითვლის და ამ ხნის მანძილზე ისინი არა მხოლოდ ოჯახში, არამედ სცენაზეც არიან პარტნიორები. ირინამ და სოსომ ერთმანეთი 1997 წელს გაიცნეს - გოგონა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, 16 წლის, მამაკაცი კი 32 წლის, უკვე პოპულარული მომღერალი.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში პატლახი იხსენებს, მოსკოვში, პიონერთა სასახლეში გაიცნო, სადაც თავად დრამატულ წრეზე დადიოდა, სოსოს კი ამავე შენობაში ჰქონდა სტუდია. გოგონა მომღერალთან ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდა, თუმცა პავლიაშვილს მისი მომხიბვლელობა არ გამოჰპარვია. გაგრძელება + ფოტოები