შუადღის კრიზისი: 5 ეფექტური ხერხი ძალების აღსადგენად - Marao

შუადღის კრიზისი: 5 ეფექტური ხერხი ძალების აღსადგენად

2020-01-20 10:11:30+04:00

თუ ძალის გამოცლა არასოდეს გიგრძვნიათ სამუშაო დღის განმავლობაში, ე.ი. ამ სტრიქონებს იმისათვის კითხულობთ, რათა გაიგოთ, როგორ განიცდიან ამას უბრალო მოკვდავნი.
ხშირად ეს პერიოდი სადილის დროს დგება. როგორ გამოვიტანოთ მაქსიმალური სარგებელი ამ დროისგან და ხალისით ვიმუშაოთ დღის ბოლომდე?

გაისეირნეთ

Image result for woman, nature, gif

თუ სიზარმაცემ სკამზე არ „მიგაჭედათ“, ადექით და გადით გარეთ. გაიარეთ იქით-აქეთ, თუნდაც გვერდით პარკის ნაცვლად ასეთივე ოფისი იყოს. დალიეთ ყავა - ის გაგახალისებთ რამდენიმე საათით და ამასთან, ღამის უძილობას გააქრობს.

მოუსმინეთ მუსიკას

Image result for woman, listening music, gif

განსაკუთრებით, თუ სამუშაო პერიოდში ყურსასმენებით ზიხართ. მოუსმინეთ არა მომადუნებელ მუსიკას, არამედ ჩქარსა და მხიარულს. მუსიკა გაამოძრავებს თქვენს ტვინს, თვალები არ დაგეხუჭებათ და შესაძლოა, 1-2 ვარჯიშის შესრულებაც მოგინდეთ.

ისადილეთ

Image result for woman, eating, gif

ადვილად შესაძლებელია, რომ კი არ დაიღალეთ ან ძილი გინდათ, უბრალოდ, ცუდად ისაუზმეთ ან საერთოდაც უარი თქვით მასზე. ნუ გამოიდებთ მუშაობით თავს, უბრალოდ, ისადილეთ სხვა თანამშრომლებთან ერთად.

დაისვენეთ

Image result for woman, relax, gif

ბევრ კომპანიაშია დასასვენებელი ოთახები რბილი სავარძლებითა და დახშული განათებით. თუ თვალს 20 წუთით მოატყუებთ, არაფერი დაშავდება. უბრალოდ, ეცადეთ, არ ჩაგეძინოთ 3 საათით.

ესტუმრეთ სპორტდარბაზს

Image result for woman, fitness, gif

ზოგი შესვენების დროს ცდილობს, უცხო ენა შეისწავლოს ან სხვა რამით დაკავდეს. ეს კარგია, თუ სწავლის სურვილი გაქვთ. და თუ არ გაქვთ და ოფისის გვერდით სპორტული დარბაზია - უმჯობესია, იქ წახვიდეთ. არ არის აუცილებელი, შტანგა ასწიოთ გამოსაღვიძებლად, შეგიძლიათ უბრალოდ აუზში იცურაოთ ან ველოტრენაჟორზე რამდენიმე კილომეტრი გაიაროთ. სპორტი აუცილებლად გაგახალისებთ.