თუ კერძის გაკეთება გადაწყვიტეთ და არ იცით, რომელი მწვანილი უხდება, გაეცანით 10 სახეობის მწვანილს...
1. როზმარინი (ბეგქონდარა)

ჩვენებური ქონდარივითაა. უხდება გრილზე შემწვარ ხორცსა და თევზს. გააუმჯობესებს ბოსტნეულის გემოს.
2. ორეგანო

ანუ თავშავა იდეალურად ეხამება ფრინველისა და ხორცის კერძებს. დაუმატეთ პიცას, მაკარონს, პაშტეტსა და სოუსებს.
3. პიტნა

ბოსტნეულის, ხორცის, თევზისა და ფრინველის კერძებს უხდება. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. მოგიხსნით სტრესს, დაძაბულობას.
4. შაშკვლავი

"მწვანე რეჰანი", ქართული სამზარეულოს ყველაზე არომატული მწვანილი უხდება მსუბუქ კერძებს. რეჰანი - ხორცს, ბოსტნეულს.
5. ბეგქონდარა

ფრანგული სამზარეულოს ვარსკვლავია. უხდება მჟავეულს, მოხრაკულს. კარგად ეხამება პილპილს, ოხრახუშს, ნიახურს.
6. ტარხუნა

უხდება ყველაფერს. შეურიეთ ლიმონსა და ნიორს.
7. ქინძი

მის გარეშე ქართულ კერძებს გემო არ ექნება. იგი აუმჯობესებს კუჭის მუშაობას. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
8. სალბი

დაუმატეთ ზეთს, რომელშიც წვავთ თევზს და იდეალურ არომატსა და გემოს მიიღებთ. სალბი უხდება ხორცს.
9. მწვანე ხახვი

უმეტესად სალათებში გამოიყენება. უხდება ბოსტნეულს.
10. ოხრახუში

არ არსებობს კერძი, რომელსაც ოხრახუში გააფუჭებს. მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. თერმული დამუშავების დროს არ კარგავს სასარგებლო თვისებებს.
იხილეთ ვიდეოში, როგორ შევინახოთ მწვანილი ზამთრისთვის