გაბრო ერთ-ერთ ჩვენებას იხსენებს, როდესაც მაკა ასათიანმა თმა შეჭრა - მოგიხდებაო... ხათუნას არ მოეწონა, თმაშეჭრილი შვილი დაინახა და... ატირდა. ატირდა გაბროც. ძალიან სასაცილო იყო )))
90-იანი წლების დასაწყისში, თბილისში არსებობდა აბრამ ბაზელის მოდის სახლი, სადაც ჩვენებები იმართებოდა. ცუდი იყო თუ კარგი, გემოვნებიანი თუ უგემოვნო ეს საღამოები, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. ამ ჩვენებების სტუმარი მეც გახლდით და ბევრი ლამაზი, დამწყები მოდელიც, სწორედ იქიდან მახსოვს, მათ შორის - გაბრო... რომელიც ყოველთვის თავის ულამაზეს დედასთან, ხათუნასთან ერთად იყო. დღესაც, როდესაც გაბროს გადაღება მაქვს, მისვლამდე ვფიქრობ, ნეტავ, ხათუნაც მოჰყვება?!
შემდეგ იყო "ნატალი" და ძალიან პროდუქტიული პერიოდი. გაბროს თაობის მოდელები თავსაც კი ინახავდნენ, იმდენი შემოსავალი ჰქონდათ. იყო უამრავი ჩვენება, გადაღება. გაბრო ერთ-ერთ ჩვენებას იხსენებს, როდესაც მაკა ასათიანმა თმა შეჭრა - მოგიხდებაო... ხათუნას არ მოეწონა, თმაშეჭრილი შვილი დაინახა და... ატირდა. ატირდა გაბროც. ძალიან სასაცილო იყო )))
გადაღებებიც ძალიან კარგად ახსენდება - "ბადაგონი", მუსიკალური რგოლები: "სახე", "მუხამბაზი"... მიაჩნია, რომ მოდელობა მის დროს გაცილებით შემოსავლიანი და საინტერესო იყო. ახლანდელ მოდელებს არ აქვთ ამდენი სამუშაო და ამიტომ ყველა უცხოეთში წასვლაზე ოცნებობს.
საზღვარგარეთულ სააგენტოებსა და კონტრაქტებს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ მას არ უნდოდა წასვლა, არც გაუშვებდნენ. სხვა დრო იყო... მაგრამ მაინც ყველაზე კარგი დრო )))
მასაც, ბევრი ჩემი რესპონდენტის მსგავსად, უამრავი ეტაპი აქვს გავლილი. კონსულტანტადაც კი მუშაობდა ერთ-ერთ მაღაზიაში. იყო 4-წლიანი ქორწინება და განქორწინება...
უფროსი შვილი ახლა 10 წლისაა. პირველი შვილი იმდენად მძაფრად ვერ შეიგრძნო, როგორც მეორე... ეს ასეა, არ მიკვირს. მეც ზუსტად ასე ვიტყოდი )))
შემდეგ ახალი სიყვარული - ვახო მამალაძე და... მაშიკო, უსაყვარლესი... რომელსაც თვითონ ზრდის და ამით ძალიან ბედნიერია.
ახალი წელი თან უყვარს, თან - არა))) 12 საათამდე ყოველთვის ცუდ ხასიათზეა. ახალი წლის დადგომასთან ერთად განწყობაც უუმჯობესდება და სტუმრადაც მიდის.
გაბრო, "ბომონდის" გარეკანზე ქურქითა და სუპერჰიტური მაკიაჟით. ამბობს, რომ ცოტა დაავიწყდა კამერასთან მუშაობა. პირველი, მეორე, მესამე კადრი, ცოტა შებოჭილია, მეოთხე და იხსნება. ეს გაბროა, "ნატალის" ძველების ერთ-ერთი ტოპი... ისევ ლამაზი, საოცარი ღიმილით, ოღონდ ამჯერად დიდი - გადაღებაზე, დედის გარეშე))))
იხილეთ ფოტოგალერეა
თეა აგლაძე
ჟურნალი "ბომონდი"