ბავშვებმა მამას სათამაშო სახლის აშენება სთხოვეს, შედეგად ნამდვილი ვილა მიიღეს - Marao

ბავშვებმა მამას სათამაშო სახლის აშენება სთხოვეს, შედეგად ნამდვილი ვილა მიიღეს

2018-08-17 11:12:12+04:00

იქ მარტო თამაში კი არა, ცხოვრებაც შეიძლება!

ეს სახლი იმდენად კარგია, ბევრი ცხოვრებას ინატრებდა, მაგრამ ის პატარა გოგონებს ეკუთვნით, რომლებსაც ძალიან გაუმართლათ მამიკოში.

5 წლის ეივერი დიდი ხანი სთხოვდა მამას სათამაშო სახლის აშენებას, სადაც თავის პატარა დასთან, 2 წლის ვიოლეტასთან ერთად ითამაშებდა. ადამ ბოიდის (პროფესიით მშენებელი) შვილის სურვილი ახალგაზრდა მამიკოსთვის კი კანონია.

«შენების დროს ჩემს შვილებზე ვფიქრობდი და მინდოდა, რომ მათ შედეგით ეამაყათ», - ამბობს ადამი. ჩანაფიქრის ასრულებას ერთი წელი დასჭირდა.

ამ სახლში 2 სართულია, სადაც განთავსებულია საქანელები, სასრიალო, კიბე და სხვა გასართობი რამ.

სახლში სათამაშო სამზარეულო, ბევრი წიგნი და სათამაშოებია. კედლები ორ ფერშია შეღებილი: ღია და მუქ იასამნისფერში.

გოგონები ამ სახლში სათამაშოდ ყოველდღე დადიან.

წყარო: today.com