"ახლა ლეპოლდინოც ვერ იტყოდა,რომ ყველაფერი კარგადაა, რადგან ღამის 2 საათის მიუხედავად, მე ვჭამ...
და უკვე აღარ ვიცი, ბოლოს ტკბილეულით გავსკდები თუ ბოღმით... ნეტა, რომელი უფრო მამძიმებს, 1 კგ შოკოლადის კანფეტი თუ შოკოლადის ჭამით გამოწვეული სინდისის ქენჯნა? არა, მანამდე 5 ცალი დამრჩა, 4-იც და ქაღალდებით რომ გავავსებ პარკს, იმ წამიდან დიეტას დავიწყებ".
მემი მემორი
ეს ჩემი დღიურიდანაა. ასე "იმ წამიდან" ალბათ, თქვენც ბევრჯერ დაგიწყიათ დიეტა, თუმცა საკმარისია, ვინმეს წამოსცდეს, თავს შიმშილით ხომ არ მოიკლავო და მაშინვე ახდენთ დაკარგული გრამების კილოგრამებით კომპენსირებას. ხშირად საქმე არა მხოლოდ ჩვენს უნებისყოფობაში, არამედ თავად დიეტის არაეფექტურობაშია. დიეტა, რომელიც მე "შემომეცვა" (ანუ დავიცავი დაურღვევლად, რასაც საკუთარი თავისგან არ მოველოდი), არც ისე მარტივია, თუმცა ძალიან ეფექტური. თუ პირველ 2 დღეს გაძლებთ, დანარჩენი დღეების დარღვევის უფლებას საკუთარ თავს აღარ მისცემთ.
<div>ახლა ღამის ორი საათი არ არის, თუმცა ტკბილეულს ისევ ვჭამ, მაგრამ ვიცი, არ მოვიმატებ, ამის გარანტიასაც ეს დიეტა იძლევა.
დიეტა:
I-III დღე - ნახევარი კგ არაჟანი, 2 ლიტრი წყალი
IV-VI დღე - 1 კგ, 500 გ ხილი, 2 ლ წყალი
VII-IX დღე - 1კგ, 500 გ ბოსტნეული, 2 ლიტრი წყალი
X დღე - 500 გ მაწონი, გახსნილი წყალში.
</div>