ბედნიერი ვარსკვლავური წყვილები შევკრიბეთ, რომლებიც ოჯახური კეთილდღეობის საიდუმლოს გვიმხელენ.
ბარბრა სტრეიზანდი და ჯეიმს ბროლინი
19 წელი ქორწინებაში
50 წლისანი დაქორწინდნენ. ერთმანეთში სიკეთე და სამართლიანობა მოსწონთ. არაფერს უმალავენ ერთმანეთს.
ბარაკ და მიშელ ობამები

25 წელი ქორწინებაში
წარმატებულ მამაკაცს ძლიერი ცოლი ჰყავს. მიშელი დარწმუნებულია, რომ ნაჩხუბრები უნდა შერიგდნენ, სანამ დასაძინებლად დაწვებიან.
ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედლი

8 წელი ქორწინებაში
ერთმანეთის მხარდაჭერა ნებისმიერ სირთულეს ალახვინებთ.
მერილ სტრიპი და დონ გამმერი

39 წელი ქორწინებაში
მერილის აზრით, ქორწინებაში აუცილებელია, გესმოდეთ პარტნიორის, ისაუბროთ ყველა პრობლემასა და წვრილმანზე.
კოლინ ფერტი და ლივია ჯუჯოლი

20 წელი ქორწინებაში
"მუდამ ერთად ვართ. ქორწინებას ისე აღვიქვამთ, როგორც დიდ მანძილზე სირბილს".
ჩენინგ ტატუმი და ჯენა დუანი

8 წელი ქორწინებაში
ხშირად ამოწმებენ გრძნობებს, რამდენად გიყვარვარ - 1-დან 10 ქულამდე. პარტნიორი მაქსიმალურად გულწრფელი უნდა იყოს, თქვენ კი სიტუაციის გამოსწორება და მაღალი ქულის მიღება შეძლოთ.
პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი

16 წელი ქორწინებაში
"პატივი ეცით პარტნიორს, ნუ ეცდებით მის გადაკეთებას".
მეთ დეიმონი და ლუისიანა ბაროზო

12 წელი ქორწინებაში
აქვთ "2 კვირის კანონი": ერთმანეთს ორ კვირაზე მეტი ხნით არ შორდებიან.
სინდი კროუფორდი და რენდი ჰერბერი

19 წელი ქორწინებაში
"ქორწინებამდე ვმეგობრობდით. მეგობრობა ოჯახში მნიშვნელოვანი მომენტია".
ჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონი

26 წელი ქორწინებაში
"ჩამოწერეთ ყველა ის საკითხი, რომელიც გაწუხებთ და მეუღლესთან ერთად განიხილეთ".
კევინ კოსტნერი და კრისტინ ბაუმგარტნერი

13 წელი ქორწინებაში
"ისწავლეთ პატიების თხოვნა".
კეიტ ბლანშეტი და ენდრიუ აპტონი

20 წელი ქორწინებაში
ერთად არასდროს არიან მოწყენილები. ერთმანეთთან საიდუმლოებები არა აქვთ. ელფოსტაც კი საერთო აქვთ.
ბონო და ელისონ ჰიუსონი

35 წელი ქორწინებაში
ბონოს აზრით, მკაცრი და მომთხოვნი ცოლი იდეალური ქორწინების მთავარი პირობაა.
ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი

11 წელი ქორწინებაში
ნიკოლი ამბობს, რომ საიდუმლო არაა: "უბრალოდ, გვიყვარს ერთმანეთი". ცოტა ხნის წინ კი კიტმა საოჯახო ფოტო დადო წარწერით: "11 წელი გავიდა. მასზე დღესაც შეყვარებული ვარ".