მორიელის ნიშანი მოწყალეა ძლიერი ნებისყოფის ადამიანების მიმართ, რომლებიც არასოდეს ნებდებიან.
იუპიტერი მორიელში ყოველ ჩვენგანს ჩვენი ძალების შესაბამის გამოცდას გვიმზადებს. ამ პერიოდში ყველა სირთულე, რომლებიც გზაზე შეგხვდებათ, აუცილებლად გადალახვადი იქნება და ეს სირთულეები გახდება თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულების წინაშე გახსნილი უკანასკნელი კარი.
ამიტომაც სიხარულით შეხვდით ყოველგვარ სირთულეს და დაიმახსოვრეთ, რომ მათი გადალახვისას თქვენ ისწავლით თქვენი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანეს რამეს.
ნუ შეგაშფოთებთ ის აზრი, რომ აბსოლუტურად ყველას ელის ამ პერიოდში სირთულეები. სამაგიეროდ, ეს დრო ყოველი ჩვენგანისთვის იქნება მისტიკური დამთხვევებისა და მოულოდნელი წარმატების, პოზიტიური დღეებისა და საოცარი შეხვედრების პერიოდი.
იოცნებეთ, რაზეც გინდათ და მთელი არსებით - სამყარო აუცილებლად გაიგებს მათ და ხორცს შეასხამს ყველაზე სანუკვარ ოცნებებსაც.
ერთადერთი, რაც ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული, პირფერობა და ჭორაობაა - ამ ორ თვისებას მორიელი განსაკუთრებულად ვერ იტანს.
წარმატებას და ოცნებების ასრულებას გისურვებთ!
ასევე იხილეთ:
ოქტომბრის სილამაზის კალენდარი
