დედამ 2 ქალიშვილი სუპერექსპერიმენტში მონაწილეობაზე დაითანხმა... ნახეთ, რა საყვარელი რამ გამოუვიდათ! (+ფოტოგალერეა) - Marao

დედამ 2 ქალიშვილი სუპერექსპერიმენტში მონაწილეობაზე დაითანხმა... ნახეთ, რა საყვარელი რამ გამოუვიდათ! (+ფოტოგალერეა)

2017-10-10 11:48:55+04:00

11 წლის ამელისა და 4 წლის პენის დედა საოცარ ფოტოებს იღებს ქალიშვილებთან ერთად და მათ "ინსტაგრამზე" ანთავსებს. ძირითადად, ფოტოგრაფი დედა შვილების მსგავს იმიჯს ირგებს და შედეგად მართლაც შთამბეჭდავ კადრებს იღებს.

დომინიკი აღიარებს:

"თავდაპირველად შემთხვევით გამომივიდა ასეთი ფოტო: ერთ დილას შემთხვევით მე და პენის ერთნაირი, ზოლიანი მაისურები გვეცვა, შემდეგ ამელიც გამოვიდა თავისი საძინებლიდან ასეთივე მაისურში. გაგვეცინა და ამ ფაქტის აღსანიშნავად ფოტო გადავიღეთ. ამის შემდეგ მოგვინდა, სულ ახალ-ახალი ერთნაირი რაღაცები მოგვერგო და ფოტოები გადაგვეღო, რათა სხვა ადამიანებიც გაგვეხალისებინა".

იხილეთ დედისა და ქალიშვილების შთამბეჭდავი ფოტოები.