პირველი კოცნა ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ცხოვრებაში.
სტატისტიკამ აჩვენა, რომ ადამიანი, რომელსაც პირველად კოცნი, რაც უნდა ხანმოკლე ურთიერთობა გაკავშირებდეს მასთან, ყოველთვის დარჩება მეხსიერებაში დაუვიწყარ პერსონად. რთული სათქმელია, რატომ, თუმცა არაერთი ფაქტი ცხადყოფს, რომ პირველი ყველაფერი განსაკუთრებულად შთამბეჭდავია, მით უმეტეს, როცა საქმე კოცნას ეხება.
პირველ კოცნას თან ახლავს მღელვარება და სასიამოვნო განცდები, თუმცა აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული გამოუცდელობის გამო წარუმატებლობის შანსები არსებობს. ასეთ მნიშვნელოვან მომენტში არასასიამოვნო სუნი, დამსკდარი, უხეში ტუჩები ან თუნდაც დაბნეულობისგან გაშეშებული, მოკუმული პირი სრულიად შესაძლებელია გახდეს იმედგაცრუების საწინდარი.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ პირველი კოცნა დაუვიწყარი სასიამოვნო განცდებმა გახადოს და არა სირცხვილის, უხერხულობის გრძნობამ? იგივე კითხვა ცოტა ხნის წინ ჩემს ერთ-ერთ მეგობარს აწუხებდა, რომელმაც რჩევისთვის მე მომმართა. ის ურთიერთობის ახალ, სერიოზულ ეტაპზე ახალი გადასული იყო, როცა მოსალოდნელმა საფრთხემ დააფიქრა. გამოუცდელ გოგონას მხოლოდ თეორიული, გამოუსადეგარი ცოდნა ჰქონდა არც ისე სანდო წყაროებიდან მოპოვებული და შესაბამისად, მღელვარების მიზეზიც სრულიად ადეკვატური იყო. როგორ ვამოძრაოთ ენა, გამოვიჩინოთ თუ არა ინიციატივა, შეიძლება თუ არა პირველი კოცნის დროს ტუჩზე კბენა და მსგავსი სულელური ნიუანსები ასეთ დროს აბსოლუტურად არაფრის მომცემია.

წესი #1
არასდროს დაგეგმოთ წინასწარ სცენარი, რადგან სიყალბე ვნებებს არ უხდება.
იყავით თავდაჯერებული და მოდუნდით. მოუსმინეთ გულს. სადაც ვნებაა, იქ გამოცდილების ქონა-არქონა უმნიშვნელო ფაქტორია.

წესი #2
მთავარი არაა, ვინ იქნება ინიციატორი. თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი ფიქრობს, რომ ქალმა ინიციატივა არ უნდა გამოიჩინოს, დომინანტობა მამაკაცის საქმეა, თქვენ კი თუნდაც უბრალოდ, დაგებადათ მსგავსი შინაარსის კითხვა, თქვენი ურთიერთობა განწირულია.
თუმცა, ალბათ, ეს რჩევები მეტისმეტად ზოგადად გეჩვენებათ, როცა თავს ასე უსუსურად გრძნობთ და არავინ გყავთ, ვისთანაც ასეთ პირადულ თემაზე საუბარს შეძლებთ. ამ შემთხვევაში, უდავოდ დაგეხმარებათ შემდეგი რჩევა, რომელმაც ერთ წყვილს უკვე აჩუქა დაუვიწყარი მოგონება რომანტიკული პირველი კოცნის სახით.

ძალიან მნიშვნელოვანია, შეხება სასიამოვნო და ნაზი იყოს, ამისთვის კი სასურველია რბილი, ფუმფულა ბაგეები გლუვი ტუჩების ზედაპირით. ამ მიზნის მიღწევა ძვირად ღირებული კრაბებისა და ბალზამების გარეშე, შაქრის პილინგით, პიტნის პომადითა და/ან თაფლის ბალზამითაა შესაძლებელი.
ასევე, ტუჩების ირგვლივ ნაოჭების თავიდან ასაცილებლად საკმარისია ყოველდღე რამდენიმეწამიანი მარტივი ვარჯიშები. ეს თქვენს ტუჩებს ბევრად უფრო ახალგაზრდულად, მიმზიდველად და სანდომიანად აქცევს. საქმე იმ შემთხვევასთან გვაქვს, როცა სილამაზე არათუ მსხვერპლს მოითხოვს, არამედ ბედნიერ მოგონებებს გჩუქნით!