პოპულარული საწებლის რეცეპტი, რომელიც 48 საათში 8000-ზე მეტმა ადამიანმა გააზიარა - Marao

პოპულარული საწებლის რეცეპტი, რომელიც 48 საათში 8000-ზე მეტმა ადამიანმა გააზიარა

2017-10-13 15:23:27+04:00

ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძის ”საფირმო” საწებლის რეცეპტი არნახულად პოპულარული გამოდგა და თავად რეცეპტის ავტორიც გაოგნებას ვერ მალავს.
”ქართული ფეისბუქის ისტორიაში უპრეცედენტო ამბავია - პომიდვრის საწებლის ჩემი რეცეპტი 48 საათში გაიზიარა 8224 ფეისბუქმომხმარებელმა”, - წერს ნინო.

გავიგოთ, რა რეცეპტზეა საუბარი:

”აი, ვინც ზამთარში ამ საწებლის რეცეპტს მთხოვთ, ახლა გეუბნებით, ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ, უადვილესია:

10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დავუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ (20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე (გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი) გაგრძელება