ამას ბევრი აკეთებს. ტრენდი - ფეხსაცმლის შიშველ ფეხზე ჩაცმა, უკვე რამდენიმე წელია არსებობს. არა მარტო ქალის, არამედ მამაკაცის მოდაში.
როდესაც ფეხსაცმელს შიშველ ფეხზე ვიცვამთ, ჯანმრთელობას ზიანს ვაყენებთ.
"საგრძნობლად იზრდება სოკოს გაჩენის, ტერფის დეფორმაციის რისკი, რომ აღარაფერი ვთქვათ უსიამოვნო სუნზე" - ამბობს ორთოპედი ემა სტივენსონი.
"ტერფის ოფლიანობიდან გამომდინარე, შესაძლოა თავი იჩინოს სოკოს ინფექციამ. საშუალოდ, ფეხებიდან დღეში მეოთხედი ლიტრი ოფლის გამოყოფაა შესაძლებელი. თუ ის არ შეიწოვება წინდებში, სისველე თქვენს ფეხსაცმელში დაგროვდება. განსაკუთრებით საშიშია ხელოვნური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი. ის ინფექციის წყაროა. თქვენს ფეხებს არა მხოლოდ უსიამოვნო სუნი ექნება, არამედ უსიამოვნო შეგრძნებებიც შეგაწუხებთ" - გვიხსნის სტივენსონი.
რჩევები:
- სანამ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ, ფეხები ანტიპერსპორანტით დაიმუშავეთ;
- არ ჩაიცვათ ერთი და იგივე ფეხსაცმელი ყოველ დღე;
- დააცადეთ ფეხსაცმელს 48 სთ, რომ გაშრეს;
- გამოიყენეთ ჩაის მშრალი ერთჯერადი პაკეტები, რომ სისველე შეიწოვოს;
- ფეხები კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ, როგორც კი ფეხსაცმელს გაიხდით;
- არ ჩაიცვათ არაკომფორტული ფეხსაცმელი.
წყარო: goodhousekeeping.com