თბილისის მერის არჩევნებზე მსოფლიო პრესა ალაპარაკდა... და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მერი ყოფილი ფეხბურთელი და ყველაზე მოდური პოლიტიკოსი გახდა, არამედ მოდური ჟურნალების ყურადღება მიიქცია მისი მეუღლის, დიზაინერ ანუკი არეშიძის ჩაცმის სტილმა.
„თბილისის ახალი მერის ცოლს თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს“ - წერს მოდური პორტალი Elle.
მსოფლიო პრესამ უკვე დაასახელა კალაძე თანამედროვეობის ყველაზე სიმპათიურ პოლიტიკოსად, ხოლო ანუკი არეშიძე - სტილის ახალ დედოფლად, რომელიც კონკურენციას გაუწევს პოლიტიკოსების ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ მეუღლეებს - მელანია ტრამპსა და ბრიჯიტ მაკრონის.
იხილეთ ფოტოები ანუკი არეშიძის "ინსტაგრამიდან", სადაც მას 165 ათასი ხელმომწერი ჰყავს.