წიწიბურა + კეფირი = დუეტი, რომელიც სასწაულებს ახდენს - Marao

წიწიბურა + კეფირი = დუეტი, რომელიც სასწაულებს ახდენს

2020-07-16 09:54:29+04:00

ათას ხერხს მივმართავთ, რათა ზედმეტი კილოგრამები მოვიშოროთ. არსებობს მარტივი წესი, რომელიც გემრიელიცაა. თანაც, ასეთი დიეტა მეძუძურ დედებსაც არ ვნებს და იდეალურია მშობიარობის შემდგომ ფორმაში ჩასადგომად.

დიეტის მთავარი ინგრედიენტებია: წიწიბურა და კეფირი.

ერთ სადილის კოვზ უმ წიწიბურას შეურიეთ 1 ჭიქა კეფირი. გააჩერეთ 8 საათი (უმჯობესია, საღამოს დააყენოთ, რომ უზმოზე მიირთვათ). საღამოსთვის დილით დააყენეთ და მიირთვით დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.

ასეთი მარტივი წესით თვეში საშუალოდ 4 კილოს დაიკლებთ. გარდა ამისა, გაგიუმჯობესდებათ ნივთიერებათა ცვლა. გაგიჯანსაღდებათ თმა და კანი. შემცირდება ცელულიტიც.

ინტერესის გულისთვის ერთი ულუფა მაინც მოამზადეთ, მიირთვით და შთაბეჭდილებები დაგვიკომენტარეთ.