გარშემო დაბინძურებული ჰაერია და უნდა ვეცადოთ, რომ შინ მაინც გვქონდეს სუფთა ჰაერი. ამისათვის კი სახლში საჭირო მცენარე უნდა მოაშენოთ.
1. გვიმრა
ასუფთავებს ჰაერს და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ზაფხულში ყოველდღიურად მორწყეთ, ზამთარში - თვეში ერთხელ.
2. ქლოროფიტუმი
ყველაზე გავრცელებული ქოთნის ყვავილია. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, ვიზუალურად ლამაზია. ამასთანავე, ხშირ მორწყვას არ საჭიროებს. ჰაერს კი იდეალურად ასუფთავებს.
3. ბენჟამინის ფიკუსი
60 სანტიმეტრიდან სამ მეტრამდე იზრდება, გააჩნია მოვლას. საჭიროებს კარგ განათებას, ზომიერ მორწყვას. ზამთარში შინ დადგით, ზაფხულში - აივანზე.
4. სპატიფილიუმი
ლამაზიცაა და ჰაერსაც იდეალურად ასუფთავებს. გაფრთხილდით, მისი ფოთლები საშიშია ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის.
5. სურო
სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, მეტ განათებას და პერიოდულ მორწყვას საჭიროებს. იდეალურია როგორც ბინისთვის, ასევე ოფისისთვის. ეფექტურად ებრძვის ჰაერში არსებულ ტოქსინებს.
6. ალოე ვერა
უნიკალური მცენარეა. ჰაერის გასუფთავების გარდა, უამრავი დადებითი აქვს: მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებით, სამკურნალო თვისებებით. წვენი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგოა. დაგიცავთ კანის გაღიზიანებისა და ფსორიაზისგან.