ყველაზე გემრიელი და პოპულარული კერძები ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოიგონეს და არა მარტო დიასახლისებმა, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
ძველად კერძებს იმით ამზადებდნენ, რაც სამზარეულოში ჰქონდათ. გემრიელი ათეული სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
პაელია

ესპანური კერძია. ბრინჯით, ზეითუნის ზეთით, ზღვის პროდუქტებით, ბოსტნეულით და ქათმის ხორცით მზადდება.{{ArticleSplitCont}}
პიცა

ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელ პიცას ნეაპოლში ამზადებენ. პიცას წინაპარი იყო ღარიბების პური ფოკაჩო, რომელსაც ზემოდან აყრიდნენ ყველს, ნიორს, ზეთისხილს ან იმ პროდუქტს, რაც შინ ჰქონდათ. (რეცეპტი) {{ArticleSplitCont}}
ხახვის წვნიანი

ფრანგული სამზარეულოდანაა. არომატული წვნიანი ღარიბების სუფრაზე მუდამ იყო. სამეფო კერძი კი მაშინ გახდა, როცა შემთხვევით გასინჯა ლუი მეთხუთმეტემ. (რეცეპტი) {{ArticleSplitCont}}
ჰამბურგერი

ამერიკული კერძია, თუმცა გერმანელებმა ემიგრანტებმა დაამზადეს. სახელის "ჰამბურგიდან" წარმოიშვა. 1900 წლიდან მისი გაყიდვა ქუჩაში დაიწყეს. {{ArticleSplitCont}}
გულიაში

უნგრული ნაციონალური კერძია. უბრალო ხალხს მარტივი და დასანაყრებელი კერძი სჭირდებოდა. წვნიანი შედგება ხორცის, ბოსტნეულისა და ცხარე სანელებლებისგან. {{ArticleSplitCont}}
სუში

იაპონელებს პურის ნაცვლად ბრინჯი ჰქონდათ. გემოსთვის უმი თევზის ნაჭერი დაუმატეს. შემდეგ დახვეწეს და ის კერძი მიიღეს, რაც დღეს ძვირად ღირებულ რესტორნებში იყიდება.{{ArticleSplitCont}}
ფონდიუ

ალპური ზონის მწყემსების კერძია. პური და ყველი მუდამ ჰქონდათ. აი, ცხელი კერძი კი არა. ჰოდა, ყველი გაადნეს, ღვინით გაათხელეს და გამხმარი პურის ნაჭერი ამოავლეს. დღეს ყველის გარდა შოკოლადის ფონდიუსაც ამზადებენ. {{ArticleSplitCont}}
პასტა

მაკარონი, სპაგეტი, პასტა, ლაზანია, - ყველა ის კერძია, რაც იტალიელმა დიასახლისებმა საღამოს სამუშაოდან შინ დაბრუნებული მეუღლეების დასანაყრებლად მოიგონეს. მაკარონი სწრაფად იხარშება, უმრავი დანამატი კი აგემრიელებს.{{ArticleSplitCont}}
სალიანკა

რუსული კერძია. ცივ ზამთარს ცხარე, ცხიმიანი, სქელი და დასანაყრებელი კერძი უხდება. ის ერთდროულად პირველი კერძიცაა (წვენი) და მეორეც (ხორცი და ბოსტნეული).{{ArticleSplitCont}}
გასპაჩო

ცივი წვნიანის სამშობლო ანდალუზიაა (ესპანეთი). ისიც მწყემსებმა მოიგონეს. დღეს გასპაჩო ცხელი დღეების საუკეთესო გასაგრილებელი კერძია და მას მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში განსხვავებულად ამზადებენ. (რეცეპტი)