კარტოფილი ბეკონით - Marao

კარტოფილი ბეკონით

2018-08-20 14:27:01+04:00

შემწვარი კარტოფილის შესანიშნავი ალტერნატივა.

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 15 ც.

ბეკონი - 15 ნაჭერი

მარილი - გემოვნებით

შავი პილპილი - გემოვნებით

ზეითუნის ზეთი - წასასმელად

მომზადების წესი:

მოხარშეთ კარტოფილები 15-18 წუთის განმავლობაში. ოდნავ გააგრილეთ.

გაახურეთ გაზქურა 220 გრადუსამდე.

საცხობ ლანგარს ცოტა კარაქი ან ზეთი წაუსვით.

თითოეულ კარტოფილს შემოახვიეთ ბეკონის თხელი ნაჭერი და დაალაგეთ საცხობ ლანგარზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

შედეთ კარტოფილი ღუმელში და 18-20 წუთი აცხვეთ.

გადაიტანეთ თეფშებზე და გემრიელად მიირთვით!