ბოლო დროს რეალურ ცხოვრებაში გაცნობა სულ უფრო იშვიათად ხდება, ვირტუალურში კი - უფრო და უფრო ხშირად.
ადამიანები, რომლებსაც გაუმართლათ და ინტერნეტში იპოვეს სიყვარული, გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.
- მიზნებზე ნაკლებად დაყრდნობა
„გეტყვით რეალობაში მოლოდინის შესახებ. წარმოდგენა მქონდა იმის თაობაზე, თუ ვისთან მსურს შეხვედრა, სად და როდის. ყველაფერში ვცდებოდი! ადამიანი, რომელსაც შევხვდი, არცერთ ჩემს ყოფილს არ ჰგავდა. სულ სხვანაირი და ძალიან მაგარი აღმოჩნდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მას სოციალურ ქსელში შევხვდებოდი. არ მინდოდა პაემანზე წასვლა, მაგრამ მაინც ვცადე. ბედნიერები ვართ უკვე 2 წელია“, - ნინო, 25 წლის.
„ბევრს სწამს, რომ ცოცხალი ურთიერთობების გარეშე შეყვარება შესაძლებელია, მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ თუ გსურს შეხვდე მართლაც ღირებულ ადამიანს, მას თავიდან ყოველგვარი ალკოჰოლის გარეშე, მშვიდ გარემოში უნდა დააკვირდე. თუ ნორმალური საუბარი არ შედგა, რომელ ურთიერთობაზეა საერთოდ საუბარი? ცოლს საღ გონებაზე და ღია გულით შევხვდი“, - მაქსიმე, 25 წლის.
„ჩემი რჩევა მარტივია: იარეთ პაემნებზე. ხშირად იარეთ. ონლაინგაცნობის წარმატება - რიცხვთა თამაშია, რომელიც სამსახურის ძიებას ჰგავს. რამდენი რეზიუმე გააგზავნეთ, სანამ საჭირო იპოვეთ? ნუ დაღონდებით, მომდევნო კანდიდატი შესაძლოა სწორედ ის აღმოჩნდეს, ვისაც ელოდით“, - მარი, 30 წლის.
„გაცნობის საიტები დიდ არჩევანს გვთავაზობს, მაგრამ კანდიდატებს ყურადღებით უნდა დააკვირდეთ. აიღეთ ათი - მათი პროფილი, რისი თქმა სურთ საკუთარ თავზე, შეისწავლეთ ყველაფერი. ამ შემთხვევაში, შანსიც მეტია“, - ეთო, 29 წლის.
„შესაძლებლობის მიხედვით! ჩემი პირველი პაემანი საშინელება იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ არ გვაქვს არავითარი წინა ისტორია. უბრალოდ, მოკლე მიმოწერა იყო, რის მერეც მალევე შევხვდით ერთმანეთს. ამიტომ მე მას მეორე შანსი მივეცი და არ შევმცდარვარ“, - ბელა, 27 წლის.
„შეგიძლია მოიტყუო სამსახურისა და ინტერესების თაობაზე, მაგრამ ეს მალევე გამოვლინდება, მატყუარები კი არავის უყვარს“, - მიხეილი, 30 წლის.
„ჩემი ქმარი პირველი და ერთადერთი გახდა, ვისაც ინტერნეტით შევხვდი. დიახ, გამიმართლა, ამიტომ, რატომ არ უნდა გაგიმართლოთ თქვენ?“ - ნატალი, 34 წლის.
„რეკრუტერად ვმუშაობ და ყოველ პაემანზე მინი-ინტერვიუს ვაწყობ. ერთადერთი, ვისთანაც ასე არ მოვიქეცი, ჩემი ქმარია, რადგან ძალიან ვღელავდი“, - ანა, 33 წლის.