18 საშობაო დეკორაცია, რომლის გაკეთებაც ნახევარ საათში შეგიძლიათ - Marao

18 საშობაო დეკორაცია, რომლის გაკეთებაც ნახევარ საათში შეგიძლიათ

2019-12-14 09:10:32+04:00

ყველას გვსურს, ჩვენს სახლებში განსაკუთრებულად იგრძნობოდეს ახალი წელი. ამისათვის ვყიდულობთ სხვადასხვა ნივთს, რაშიც საკმაოდ ბევრ ფულს ვხარჯავთ.
Marao.ge-მ თქვეთვის შეარჩია 18 დეკორაცია, რომლის დამზადებაც სახლის პირობებში ზუსტად ნახევარ საათში შეგიძლიათ. ამ ნივთებით თქვენს სახლში მართლაც ახალი წელი დადგება.

1. ძველი ნათურების ახალი ცხოვრება

თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ძველი ნათურა, წებო, ბრჭყვიალები. ნათურას წაუსვამთ წებოს, დააყრით ზემოდან სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალებს და ახალი, ლამაზი ნაძვის ხის სათამაშო მზადაა.

2. დაამშვენეთ სახლი

გარდა ნაძვის ხის სახლში დადგმისა, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ნაძვის ხის ნორჩი ტოტები და მორთოთ თქვენი სახლი. ტოტები დაამაგრეთ კიბეების სახელურზე, სარკის გარშემო, თაროებზე და დაკიდეთ მასზე რამდენიმე სათამაშო. ეს თქვენს სახლს სადღესასწაულო იერს შემატებს.

3. საახალწლო სანთელი

ამ შესანიშნავი გაფორმებისთვის თქვენ დაგჭირდებათ ქილა, სანთელი, პატარა ბაფთა და ბრჭყვიალები. წაუსვით ქილის ქვედა ნაწილს წებო და მას მოაყარეთ ბრჭყვიალები. მიამაგრეთ ბაფთა და შიგნით ჩადეთ სანთელი. ეს მეტად ლამაზი გაფორმებაა თქვენი სახლისთვის.

4. ნათურები ყველგან

თუ თქვენ სილამაზე გსურთ, ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ნაძვის ხით. დაკიდეთ ნათურები სხვადასხვა ადგილას. ის შემატებს სილამაზეს ნებისმიერ ადგილს: კედელს, ავეჯს, სარკეს.

5. თოვლიანი ლარნაკი

ცარიელი ღვინის ბოთლი შეგიძლიათ აქციოთ მშვენიერ საახალწლო ლარნაკად. შეღებეთ ბოთლი თეთრი საღებავით და სანამ ის სველი იქნება, მოაყარეთ მსხვილი მარილი, რათა კარგად შეშრეს. ბოთლი მიიღებს დათოვლილის ეფექტს.

6. საშობაო ხეები დარიჩინისგან

დაამაგრეთ დარიჩინს პატარა ნაძვის ტოტები და დააწებეთ ზემოდან ღილები.

7. „პეჩენიების“ ყუთი, როგორც სასანთლე

თქვენ შეგიძლიათ „პეჩენიის“ ყუთისგან შექმნათ ძალიან ლამაზი სასანთლეები, რომლებსაც კედელზე დაკიდებთ.

8. ჯადოსნური ლამფები

ბოთლში მოათავსეთ ნათურები. ის სიბნელეში ძალიან ლამაზად გაანათებს და მიიღებს ჯადოსნურ ეფექტს.

9. ხელსახოცის თოვლის ბაბუები

სადღესასწაულო სადილის ატმოსფეროს ასეთი თოვლის ბაბუები ხელს შეუწყობს და სტუმრებს გაამხიარულებს.

10. ნაძვის ხის ბურთები ყველგან

საშობაოდ ძალიან კარგია, თუ ფანჯრებსაც მორთავთ. ბურთებით გალამაზება კი იდეალური ვარიანტია.

11. ველოსიპედის გაფორმება

ველოსიპედის ბორბლები გააფორმეთ ნაძვის ხის ტოტებით და მიაყენეთ კედელთან. ეს ძალიან მოუხდება საახალწლო ინტერიერს.

12. მორთეთ ჭაღები

მორთეთ ჭაღები თქვენი გემოვნებითა და ინტერიერის შესაბამისად. ძალიან უხდება ორი ფერის ბურთების ჩამოკიდება.

13. ორიგინალური ვარსკვლავები

ასეთი ორიგინალური ვარსკვლავები მიიღება 30 ერთჯერადი მილისგან ( „საწრუპისგან“ ).

14. თოვლის სასანთლე

კიდევ ერთი გასაოცარი დეკორაცია მარილისგან.

15. მაგიდის გაფორმება

სადღესასწაულოდ მორთულ მაგიდაზე შენი სტუმრები ბევრად უკეთ და მხიარულად იგრძნობენ თავს. ეცადე, მაგიდა კრეატიულად და ლამაზად მორთო.

16. მაცივარი - თოვლის ბაბუა

მაცივარიც აუცილებლად უნდა მოირთოს.

17. ფიფქები

თქვენ შეგიძლიათ გამოჭრათ დიდი ზომისა და ფერის ფიფქები და დაკიდოთ კედელზე.

18. ტრადიცია

მორთვის ეს ხერხი არასდროს ძველდება. გამოჭერით სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის ფიფქები და გააკარით ფანჯრებზე. ქუჩიდან ფანჯრებზე მიკრული ფიფქები ძალიან ლამაზი სანახავია და მეტად ქმნის ახალი წლის განწყობას.