როგორ მოვრთოთ სამზარეულო საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - Marao

როგორ მოვრთოთ სამზარეულო საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2017-11-30 15:04:23+04:00

ყველა დიასახლისისთვის სამზარეულო მთავარი ადგილია ბინაში. იქ იშლება სადღესასწაულო სუფრა ახლობლებისთვის და საახალწლოდ მის მორთვას განსაკუთრებული როლი ენიჭება.

ჰაერის სტიქია

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

ტყუპი

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

ბავშვივით დაუმორჩილებელია. უყვართ დღესასწაულები. ყურადღება მიაქციეთ ნაძვის ხის სათამაშოებით დეკორის შექმნას. მასალა შეიძლება ქაღალდიც კი იყოს.

სასწორი

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

კონსერვატიული, მაგრამ აქტიური ნიშანია. სამზარეულოს მოსართავად გვირგვინები და ბაფთები გამოიყენეთ.

მერწყული

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

განწყობას ფერადი გირლანდა გაგიუმჯობესებთ. მორთეთ სამზარეულოს კარადები, მაცივარი და ფანჯრები.

ცეცხლის სტიქია

ვერძი

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

უყვარს საახალწლო აქსესუარები. გირჩევთ, დეკორი საკუთარი ხელით შექმნათ. წინდებში პატარა საჩუქრები ჩადეთ და ბუხარზე ან რაფაზე ჩამოკიდეთ. საახალწლო პლაკატი შექმენით პოზიტიური წარწერებით.

ლომი

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

ცეცხლოვან ლომს საახალწლო დეკორად ყველაზე მეტად სანთლები მოეწონება. ისინი შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ.

მშვილდოსანი

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

მათთვის მნიშვნელოვანი სუფრას მორთვაა. საახალწლო თემატიკის სუფრის გადასაფარებელი, ჭურჭელი და დეკორატიული აქსესუარები საახალწლო განწყობას შეუქმნის მათ სტუმრებსაც.

მიწის სტიქია

კურო

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

მშვიდ და მეოჯახე ნიშანს ჭყეტელა ნივთები არ უყვარს. სამზარეულო ვერცხლისფრად ან ოქროსფრად შეღებილი გირჩებით მორთეთ.

ქალწული

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

დახვეწილი დიასახლისია. ზედმეტობას ვერ იტანს. თუმცა, წიწვებით მორთულ სამზარეულოში სასიამოვნო არომატი რომ დადგეს, თავს მშვიდად იგრძნობს.

თხის რქა

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

მისი სახლი ელეგანტურადაა მორთული. ჩვენ კი ვურჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციონ საახალწლო ტექსტილს. სადღესასწაულო ბალიშები, სუფრა, ხელსახოცები და გადასაფარებლები სამზარეულოს ჯადოსნურად გადაასხვაფერებენ.

წყლის სტიქია

კირჩხიბი

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

მგრძნობიარე ნატურა და საუკეთესო დიასახლისია. თავად დაამზადეთ დეკორი. ამისთვის დაგჭირდებათ ლამაზი ჭურჭელი, სასურველია, მინის, რომელშიც წყალს ჩაასხამთ, ტოტებს, ნიჟარებს, ხელოვნურ ყვავილებსა და ბრტყელ სანთლებს მოათავსებთ.

მორიელი

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

საახალწლო განწყობა და სასიამოვნო არომატი რომ შექმნათ, სამზარეულოში ნაძვის ხის ქოთანი დადგით.

თევზები

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru

თქვენთვის ახალი წელი ჯადოსნურ ზღაპარში დაბრუნებას ჰგავს. მძიმე და მყვირალა აქსესუარები არ გამოგადგებათ. ინტერიერი ჰაეროვანი სუვენირებით მორთეთ. კარგი იდეაა მინაზე ორნამენტების შექმნა. თუნდაც ფიფქების ან თოვლის ბაბუის დახატვა.