2010 წელს დევიდ ბექჰემმა ბოსნიელი მეძავის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღძრა, თუმცა საქმე წააგო.
ისტორია ასე დაიწყო: 2010 წელს ბოსნიელი წარმომავლობის მეძავმა, ვინმე ირმა ნიჩიმ ჟურნალ InStyle-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მსოფლიოს იმის შესახებ უამბო, რომ 2007 წელს დევიდ ბექჰემთან 5 ინტიმური პაემანი ჰქონდა.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, სადაც დევიდისა და ირმას გარდა კიდევ ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი მონაწილეობდა, ფეხბურთელს 6 ათასი დოლარი დაუჯდა. დანარჩენი 4 დაწესებული ტარიფის მიხედვით შედგა - თითოეული 1000 დოლარი.
წყვილი ლონდონსა და ლოს-ანჯელესში ხვდებოდა ერთმანეთს. როგორც ჩანს, გოგონამ ისე მოხიბლა ბექჰემი, რომ ოკეანის მიღმაც თან მიჰყავდა. ბექჰემმა ინტერვიუს გამოსვლისთანავე სასამართლოს საჩივრით მიმართა. საქმე მეძავის სასარგებლოდ დამთავრდა, რადგან ადვოკატებმა ვერანაირი დოკუმენტი ვერ წარადგინეს იმის დასამტკიცებლად, რომ ფეხბურთელს ირმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, იმას კი, რომ მეძავსაც არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება, ყურადღება არავინ მიაქცია.
დევიდს სასამართლომ 272 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. მაშინ ფეხბურთელი დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ახლა ყველაზე სასტიკი ადვოკატების მთელი არმია დაიქირავა და მეძავს 25 მილიონს ედავება.