ყველასათვის საყვარელი ზამთრის დღესასწაულები ახლოვდება და აჯობებს, თადარიგი დაიჭიროთ.
სასურველია, ყველაფერი წინასწარ გათვალოთ: - საჩუქრების სიიდან დაწყებული, საახალწლო სუფრით დამთავრებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია საახალწლო სუფრის გალამაზება 2018 წლის შესახვედრად. ეს კი საკუთარი ხელით უნდა გავაკეთოთ, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზი იყოს. სწორად შერჩეული გადასაფარებელი, სერვიზი, საახალწლო დეკორი და კერძების ლამაზად გაფორმება საგულდაგულო მომზადებას მოითხოვს და აჩქარება ნამდვილად არ ღირს.
დამდეგი 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია, რომლის ძირითადი პრინციპები - ჭკუა და ერთგულებაა. ძაღლი თქვენდამი კეთილად რომ განეწყოს, საახალწლო სუფრა დღესასწაულის შესაფერისად უნდა გააწყოთ. მყუდრო, თბილი და მშვიდი გარემო ოჯახის წევრებს მთელი წლის მანძილზე წარმატებას მოუტანს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
გადასაფარებლის ფერის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ კრემისფერს, რძისფერს, ტერაკოტას, ქვიშისფერს, ოქროსფერს, ყავისფერს და წითელს, რადგან წითელი...

აუცილებლად დადეთ მაგიდაზე ნეიტრალური ფერის ან პირიქით, ძალიან მყვირალა ფერის სანთლები და არ დაგავიწყდეთ მათი ანთება.
მაგიდა შეგიძლიათ გააწყოთ ეკო-სტილში. ამ შემთხვევაში შეარჩიეთ ნატურალური ქსოვილის სუფრა, რომელიც აუცილებლად ხელნაკეთი უნდა იყოს. მოერიდეთ უხეშ ფიგურებსა და ფორმებს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მაგიდაზე ნუ დადებთ პლასტიკის ჭურჭელს. მინის გამჭვირვალე ლარნაკში ჩააწყვეთ ფორთოხალი, მანდარინი და გრეიპფრუტი. ხის დაწნული კალათაც შესანიშნავად დაამშვენებს თქვენს სუფრას.
თუ ქანთრის სტილი გიზიდავთ, უბრალო ქსოვილის, სადა სუფრა შეარჩიეთ. ასევე, ტილოს ნაჭერი ან ტილოს ქსოვილისგან შეკერილი დეკორი გამოიყენეთ. მაგალითად, დანა-ჩანგლის ჩასაწყობი.

წითელი ფერის სუფრაზე ეფექტური იქნება - ოქროსფერი, მწვანე, თეთრი ან ლურჯი ფერის ჭურჭელი, დეკორაცია ან ხელსახოცები.
სკანდინავიური სტილი ყველაზე ახლოა ახალი წლის თემატიკასთან. შეარჩიეთ ერთი ფერის ჭურჭელი და მაგიდა ქაღალდის ფიფქებით მორთეთ. სუფრაც ერთ ტონში უნდა იყოს გადაწყვეტილი.

მაგიდის გაწყობისას ყურადღება არა მარტო სილამაზეს, არამედ კომფორტულობას და პრაქტიკულობასაც უნდა მიაქციოთ. სუფრა, ხელსახოცები, სანთლები - ახალ წელს განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის. სუფრა კარგად უნდა ირეცხებოდეს და არ კარგავდეს ფორმას გარეცხვის შემდეგ.
ხელით შექმნილი, ულამაზესი გადასაფარებლების არჩევას ახალი ქართული ბრენდის - "საფარის" facebook-ის პირად გვერდზე შეძლებთ!

მაქმანებით, კრისტალებით და სხვა დეკორით მორთული ორიგინალური გადასაფარებლები პერსონალურად თქვენთვის იკერება. თუ სახლში არასტანდარტული ზომის მაგიდა გაქვთ და სუფრის არჩევა გიჭირთ, "საფარი" აუცილებლად მოერგება თქვენს მოთხოვნებს. 
ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების სუფრის ყიდვისას.
