როგორ დასრულდა "მის საქართველო 2017" - ფინალური შოუ და გამარჯვებულები - Marao

როგორ დასრულდა "მის საქართველო 2017" - ფინალური შოუ და გამარჯვებულები

2017-12-11 15:36:02+04:00

"TV პირველისა" და კომპანია "იმიჯ-ცენტრის" ორგანიზებით, სილამაზის კონკურს “მის საქართველო 2017”-ის ფინალური ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

სილამაზის კონკურსი “მის საქართველო” კომპანია “იმიჯ-ცენტრის" ორგანიზებით უკვე მრავალი წელია ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მასში ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი გოგონა იღებს მონაწილეობას.

9 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა “მის საქართველო 2017”-ის ფინალური შოუ და დაჯილდოების ცერემონიალი.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ჟიურის თავმჯდომარე, “იმიჯ-ცენტრის" დამფუძნებელი, ქ-ნი ია კიწმარიშვილი, ჟიურის წევრები: ტელეკომპანია "პირველის" კომერციული დირექტორი, ქ-ნი ნანა აბურჯანიძე, "ორბი ჯგუფის" პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქ-ნი ნინო ჩიტაიშვილი, საიუველირო კომპანია "ზარაფხანის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ქ-ნი ელგა სოფია, ირინა ბიბილაურის ესთეტიკურ-დიაგნოსტიკური კლინიკის დამფუძნებელი, ქ-ნი ირინა ბიბილაური, მოდის სახლ “მარიონელას” დამფუძნებელი, ქ-ნი ლელა ტურძელაძე, რადიოჰოლდინგ “ფორტუნას" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქ-ნი თამარ სადრაძე, სარეკლამო კომპანია "მაქსპრომის" დამფუძნებელი, ბ-ნი გიორგი ბროძელი, "მის საქართველო 2015" ნუკა ყარალაშვილი, "ვიცე-მის საქართველო 2015" ვიქტორია კოჩეროვა, "მის საქართველო 2013" ანა ზუბაშვილი, - შეარჩია ნომინაციების მფლობელები, ტოპ-ხუთეული და გამარჯვებული “მის საქართველო 2017”.

“მის საქართველო 2017”-ის ტიტულის მფლობელი გახდა 24 წლის ნია წივწივაძე, რომელიც საქართველოს "მის მსოფლიოზე" წარადგენს.

“I ვიცე მის საქართველო 2017”-ად დასახელდა 24 წლის ლარა იანი, რომელიც საქართველოს "მის სამყაროზე" წარადგენს.

“II ვიცე მის საქართველო 2017”-ის ტიტული მოიპოვა 21 წლის მარიამ დონაძემ.

“III ვიცე მის საქართველო 2017” გახდა 19 წლის ნინო სულხანიშვილი.

“ვიცე მის საქართველო 2017”-ად დასახელდა 18 წლის გვანცა მინაშვილი.

ნომინაციების მფლობელები გახდნენ:

"მის მეგობრობა" - მედეა გეჯაძე

"MISS INTERNET საქართველო" - გვანცა მინაშვილი

"მის ფოტოგენურობა" - ანა კობაძე

"მის ტალანტი" - ანა ქადაგიშვილი

"მის ინტელექტი" - ნათია ლაბაძე

"მის ტელეგენურობა" - ნინი აბრამიშვილი

"ტოპ მოდელი" - დინა ფარფალია

"მის ელეგანტურობა" - ნელი ბოლოთაშვილი

"მის გრაცია" - არიანა ობოლაძე

"მის მომხიბვლელობა" - გვანცა ვახტანგიშვილი

"მის ექსტრავაგანტურობა" - ზამირა მოსიძე

"მის შარმი" - ანასტასია აბრამიშვილი

"მის ფიტნესი" - ნინი მაქაცარია

“მის საქართველო 2017”-ის კონკურსანტებს გადაეცათ სხვადასხვა პრიზი ღონისძიების პარტნიორებისა და მხარდამჭერებისაგან.