ჩვენი საიტის მკითხველს ისე მოეწონა „გოგონა-აქლემის“ და ოთხფეხა ქალის შესახებ სტატიები, რომ დღესაც გვინდა შემოგთავაზოთ უნიკალური სიამის ტყუპი დის ისტორია.
მილი და კრისტინ მაკოები შავკანიანი მონების ჯეიკობისა და მონემი მაკოის მრავალრიცხოვან ოჯახში 1851 წლის 11 ივლისს გაჩნდნენ. ტყუპი ერთმანეთთან ზურგის ქვედა ნაწილით იყო შეზრდილი. გოგონების დაბადება იყო სასჯელი - მონები ვერ გაიჩერებდნენ ოჯახში ბავშვებს, რომლებიც მუშაობაში შეუშლიდნენ ხელს.
10 თვის ტყუპი მონათმფლობელმა გაყიდა. ისინი ხელიდან ხელში გადადიოდნენ, სანამ მდიდარი მეწარმის, ჯოზეფ სმიტის ხელში არ მოხვდნენ. სწორედ მან აღმოაჩინა, რომ გოგონები იდეალურად მღეროდნენ. მათი ნიჭი და ფიზიკური განსხვავება უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობდა.
მათ ველურებივით აღიქვამდნენ. გოგონებს ხშირად სთხოვდნენ სამოსის გახდას, რათა მათი შეერთების ადგილი ენახათ.
გოგონებმი ისეთი პოპულარულები გახდნენ, რომ ერთხელ ისინი მოიტაცეს კიდეც. სმიტი 3 წლის განმავლობაში დაეძებდა თავის გოგონებს, რომლებიც ნამდვილ ვარსკვლავებად აქცია. დაბრუნებულ ტყუპს ჯოზეფი შვილებვით უვლიდა. აკერინებდა მათთვის სამოსს და განათლებაც მისცა.
მილი და კრისტინი ხუთ ენაზე საუბრობდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდნენ. ესტრადაზე კი ფსევდონიმით "ორთავიანი ბულბული" გამოდიოდნენ.
მილი და კრისტინი სიამოვნებით გამოდიოდნენ სცენაზე. მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედოფალი ვიქტორია იყო, რომელმაც ისინი ბუკინგემის სასახლეშიც კი მიიწვია და ძვირფასი თმის სამაგრებიც უსახსოვრა.
ჯოზეფ სმიტის გარდაცვალების შემდეგ მათ მისი ვაჟი მფარველობდა, მაგრამ 1863 წელს გოგონებმა თავისუფლება მიიღეს, მონები აღარ იყვნენ.
30 წლის ასაკში ტყუპი საკუთარ ვილაზე დასახლდა და ქველმოქმედებას მისდევდნენ. ისინი 61 წლის ასაკში ტუბერკულოზისგან გარდაიცვანენ. ჯერ მილი გარდაიცვალა, 12 საათის შემდეგ კი ექიმები იძულებულები გახდნენ კრისტინის სასიკვდილო ნემსი გაეკეთებინათ.
რუსუდან გელაშვილი

„გოგონა-აქლემი“: ელა ჰარპერის ნამდვილი ისტორია

როგორ ცხოვრობდა ოთხფეხა ქალი, რომელიც ცირკის ვარსკვლავი გახდა და 5 ჯანმრთელი შვილი გააჩინა