ოსკაროსანმა მსახიობმა ჰოლი ბერიმ ლოს-ანჯელესის სასამართლოს თხოვნით მიმართა, აუკრძალოს მის ყოფილ შეყვარებულს - მოდელს, გაბრიელ ობრის მათი ქალიშვილის, 3 წლის ნალას ნახვა.
ამის მიზეზი გოგონას ძიძის, ელიანს კედმენის განცხადება გახდა - გამზრდელი ქალი ბავშვის მამას უხეშობასა და არაკორექტულობაში ადანაშაულებს. ის ამტკიცებს, რომ ობრის არა ერთხელ აუწევია ხმა ბავშვის თანდასწრებით. და ერთხელ როცა ძიძამ ნალას საბავშვო ბაღში წამოსაყვანად მიაკითხა, ბავშვი იქ არ დახვდა - აღმოჩნდა, რომ მამას გოგონა ბაღში არ წაუყვანია.
როცა ძიძამ ობრის ამისთვის პასუხი მოსთხოვა, მამაკაცმა ქალი ბავშვით ხელში ახსნა-განმარტების გარეშე გარეთ გამოაძევა.
ამ ინციდენტის შემდეგ ელიანსმა პოლიციას მიმართა. თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საჩივარი და იგი "არასაკმარის მიზეზად და სპეკულაციად" ჩათვალა, შემდეგ კი ძიძას ურჩია, ეს საკითხი ოჯახურ სასამართლოზე განეხილათ.
შესაძლოა, გაბრიელს ამ გზით ელიანსის მოშორება სურს, რადგან წინა სასამართლოებზე ის გოგონას დამოუკიდებლად აღზრდის უფლებას ითხოვდა. ობრის აგენტმა აღნიშნა, რომ გაბრიელი გაცოფებული იყო, როცა გაიგო, რომ ქალიშვილის ძიძის გარეშე აღზრდას ვერ შეძლებდა.
ვის მხარეს აღმოჩნდება სიმართლე, ამას სასამართლო 30 იანვარს გადაწყვეტს.