საქართველოში ნაკლებად ცნობილი ბრენდი Walter Dteiger-ი 1932 წლიდან არსებობს. სწორედ მაშინ გახსნა უოლტერ უფროსმა თავისი პირველი ფეხსაცმელების ატელიე.
თუმცა მსოფლიო აღიარება ბრენდმა მოგვიანებით, უოლტერ უმცროსის დამსახურებით მიიღო - მან 1974 წელს პარიზში პირველი ბუტიკი გახსნა. დღეს Walter Steiger-ის მაღაზიები არსებობს ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში, მილანში, ჟენევაში, დიუსელდორფში, მიუნხენში, ბერლინში, ჰამბურგში, კიოლნში, თელ-ავივსა და მადრიდში.
ბრენდი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სამოდელო სახლებთან, როგორებიც არის Ungaro, Nina Ricci, Sonia Rykeil, Calvin Klein, Oscar de la Renta, Kenzo და Karl Lagerfeld. გთავაზობთ Walter Steiger-ის 2012 წლის საგაზაფხულო კოლექციას. ნახეთ და შეაფასეთ!
იხილეთ ფოტოგალერეა