"ნამდვილი დიასახლისები ბევერლი ჰილზიდან" ვარსკვლავი, ბრენდა გლენვილი გამოტყდა, რომ ერთი წლის წინ შოტლანდიელ მსახიობთან სასიყვარულო თავგადასავალი ჰქონდა.
როცა მას სთხოვეს, შეეფასებინა ჯერარდის სექსპოტენციალი, ბრენდამ უყოყმანოდ უპასუხა: "ის კარგზე ბევრად მეტია".
ასეთი პიკანტური კითხვებით 39 წლის ქერა ლამაზმანს ტელეშოუ What Happens Live with Andy Cohen-ში მიმართეს. ბრენდამ დასძინა, რომ მათ "ძალიან მხიარული კვირა" გაატარეს ერთად. და როცა მსახიობს სთხოვეს, შეეფასებინა ბატლერის მამაკაცური ღირსება 10-ქულიანი სისტემით, გლენვილმა უპასუხა: "11".
ჰოლივუდის მექალთანე მამაკაცის რეპუტაციის მიუხედავად (ის სხვადასხვა დროს ხვდებოდა კამერონ დიაზს, ჯენიფერ ენისტონს, ლინდსეი ლოჰანსა და მოდელ სარა კეროლს), თავად ჯერარდი ამბობს, რომ დიდხნიან ურთიერთობაზე ოცნებობს.
"მინდა, დავღვინდე და ცხოვრება ერთ ადამიანს დავუკავშირო. თუმცა, რაც მოსახდენია - მოხდება", - ამბობს ბატლერი.
"როცა რაიმეს წინასწარ ვგეგმავ, იშვიათად გამომდის. სამაგიეროდ, როცა ვფიქრობ, რომ არავინ და არაფერი მინდა, სწორედ მაშინ, მოულოდნელად მიყვარდება", - დასძინა მან.
მასალა მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით