5 ნიშანი იმისა, რომ ინტერნეტში ყველას აღიზიანებთ - Marao

5 ნიშანი იმისა, რომ ინტერნეტში ყველას აღიზიანებთ

2020-05-26 12:01:23+04:00

ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში ვინმეს პოსტს ძალიან გაუღიზიანებიხართ. ზოგჯერ შესაძლოა თავადაც ვერ ხვდებოდეთ, თუ რა იყო ამის მიზეზი.
სოციალურ ქსელებსაც აქვს თავისი ეტიკეტი და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ.

  • პოსტავთ ყველაფერს, რაც მარტო დედათქვენს თუ დააინტერესებდა. ის, თუ რა გაცვიათ სპორტდარბაზში, ისწავლა თუ არა თქვენმა შვილმა სიარული და რა მიირთვით ვახშმად, უკაცრავად, მაგრამ არავის აინტერესებს.

  • გაურკვეველი სტატუსი. კიდევ ერთი მიზეზი, გამოიწვიოთ გულისრევა "ფეისბუქის" მეგობრებში, დაწეროთ გაუგებარი პოსტი იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც მოხდა, მაგრამ ამის შესახებ მარტო თქვენ იცით.

  • დებთ საჯაროდ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ კონკრეტულად ერთ ადამიანს ეხება. მაგალითად, პირადი მიმოწერის სქრინი, რომელსაც თქვენ ორის გარდა, სხვა ვერავინ გაიგებს.

  • ტვირთავთ უამრავ იდენტურ ფოტოს, რომელიც ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება.

  • პოსტი, რომელიც იწვევს შურს. მაგალითად, აჩვენოთ ყველას, თუ როგორ ფუფუნებაში იმყოფებით.