ჰანა ბენ აბდესლემს სურს, რომ მუსულმანურ ქვეყნებში მოდაზე წარმოდგენა შეცვალოს.
ტუნისის მკვიდრი ჰანა ბენ აბდესლემი მოდის ისტორიაში პირველი მუსულმანი ქალია, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდის სახე გახდა, როგორიც Lancome-ა. მან უკვე მიიღო მონაწილეობა პარფიუმერიული ფირმის ერთ-ერთ სარეკლამო კამპანიაში.
გასულ წელს 22 წლის ჰანას დებიუტი პოდიუმზე ბრიტანელი დიზაინერის, ვივიენ ვესტვუდის ჩვენებაზე შედგა. მას შემდეგ მოდელის კარიერა ელვის სისწრაფით განვითარდა. ჰანა ჩნდებოდა ცნობილი ჟურნალების ყდებზე, ასევე მონაწლეობას იღებდა ისეთი ბრენდების ჩვენებებში, როგორებიცაა Givenchy, Ralph Lauren და Oscar de la Renta.
ჰანა - ერთ-ერთი იმ მუსულმანთაგანია, რომელიც დასავლური მოდის ინდუსტრიაში აქტიურად არის ჩაბმული. გოგონამ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მოდის სფეროში თავის სამშობლოში.
თუკი ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალის ყდაზე გამოსახულ მუსულმან ქალბატონებს თანამემამულეებისგან შერაცხვა და დევნა ემუქრებოდათ, ახლა ტუნისის მკვიდრნი ამაყობენ მშვენიერი ჰანას მიღწევებით. თავად მოდელს მყარად აქვს გადაწყვეტილი შეცვალოს არა მარტო ტუნისელების წარმოდგენები მოდაზე, არამედ დასავლეთის ქვეყნებში მუსულმანურ კულტურაზე შეხედულებაც.