2018 წლის ტრენდი ვარცხნილობაში - ანუკი არეშიძე მოდური "სელებრითების" რიგში მოხვდა - Marao

2018 წლის ტრენდი ვარცხნილობაში - ანუკი არეშიძე მოდური "სელებრითების" რიგში მოხვდა

2018-01-16 11:53:36+04:00

ისეთი პირი უჩანს, რომ წელს ყველა მოდის მიმდევარი გოგონა -  მოკლე, აჩეხილ წინამოს ("ჩოლკას") ატარებს. ეს ემა რობერტსის (26 წლის მსახიობი) დამსახურებაა, რომელიც კინოპრემიაზე - Critic’s Choice Awards – 2018-ზე ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა.

ემა რობერტსი

სტილისტი ნიკი ლი ამბობს, რომ ეს ვარცხნილობა ეფექტურია, მაგრამ შესაძლოა, მალე მოგბეზრდეს. ამიტომ გვირჩევს, ხელოვნური "ჩოლკა-პარიკი" გამოვიყენოთ.

ემა უოტსონი

ასეთი მოკლე წინამო-პარიკით მსახიობი ემა უოტსონი დადის.

მოდურ ქალბატონებს შორის აღმოჩნდნენ: მომღერალი ელისონ სუდოლი, მსახიობი სოფია ბუტელა და თბილისის მერის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე.

წყარო: peopletalk