2017 წლის 10 ფილმი ძლიერ ქალებზე, დედებსა და თინეიჯერებზე, კინომცოდნე ბექა მაისურაძის რჩევით - Marao

2017 წლის 10 ფილმი ძლიერ ქალებზე, დედებსა და თინეიჯერებზე, კინომცოდნე ბექა მაისურაძის რჩევით

2018-01-17 10:42:54+04:00

2017 წელი მიიწურა და გასული წლის ფილმების შეფასებაც უკვე თამამად შეგვიძლია. კინომცოდნეთა თქმით, მსოფლიო კინემატოგრაფიას არაერთი შედევრი შეემატა, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფილმებს ძლიერი, მებრძოლი ქალების, დედებისა და თინეიჯერების შესახებ.

marao.ge-სთვის 2017 წლის ფილმების ტოპ-ათეული კინომცოდნე ბექა მაისურაძემ შეადგინა და მათ განსაკუთრებულობაზეც ისაუბრა:

1.Three billboards outside ebbing missouri ("სამი ბილბორდი ებინგის ფარგლებს მიღმა")

Image result for Three billboards outside ebbing missouri

მარტინ მაკდონაჰის ფილმის სიუჟეტი მილდრედ ჰეისის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის შვილიც მოკლეს, საქმე კი მკვლელობიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც არ გახსნილა. პოლიციის უმოქმედობის გამო მილდრესი სამ სარეკლამო დაფაზე განათავსებს მიმართვას პოლიციის უფროსისადმი, რაც საბოლოოდ მთავრობასთან ბრძოლაში გადაიზრდება. გარდა ფილმის ძალიან საინტერესო სიუჟეტისა, რომელშიც პერსონაჟი ძლიერი ქალია, თუნდაც იმიტომ ღირს ამ ფილმის ნახვა, რომ მთავარ როლს გენიალური ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს.{{ArticleSplitCont}}

2. Shape of water ("წყლის ფორმა")

ჯადოსნურ, ზღაპრულ და არაჩვეულებრივ ფილმს განსაკუთრებულ ელფერს ის სძენს, რომ აქ აბსოლუტურად ყველა ჟანრი გვხვდება, დაწყებული დრამით, ტრაგედიითა და კომედიით, გაგრძელებული ნუარითა და მიუზიკლით. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ნამდვილად საინტერესო და სანახაობრივი ფილმია.

სიუჟეტი ამერიკაში ცივი ომის პერიოდში ვითარდება. გილერმო დელ ტორო საკუთარ ხელწერას არც აქ ღალატობს და შეიძლება ითქვას, მის კარიერაში საუკეთესო ფილმს გვთავაზობს, რომელშიც მთავარ როლს შეუდარებელი სალი ჰოუკინსი ასრულებს.{{ArticleSplitCont}}

3. Call Me By Your Name ("დამიძახე შენი სახელი")

Image result for Call Me By Your Name

ლუკა გუადანინოს ფილმი ორი ბიჭის სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომელიც მელოდრამისა და დრამის ძალიან კარგი ნაზავია. მსახიობებს რომ თავი დავანებოთ, რომლებიც არაჩვეულებრივად ასრულებენ საკუთარ როლებს. შეგვიძლია, ამ ფილმში მხოლოდ ერთ დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება, - როგორი უნდა იყოს მშობელი, როგორ უნდა ეურთიერთოს მშობელი შვილს, როგორ უნდა დაუდგეს მხარში და ა.შ. მოკლედ, ძალიან საინტერესო და სენტიმენტალური ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულებას ამის ძალა არ აქვს, მთელი სიუჟეტის განმავლობაში თითქოს გრძნობ არომატებს, სუნს, გემოს.{{ArticleSplitCont}}

4. Loveless ("უსიყვარულო")

Image result for Loveless

ანდრეი ზვიაგინცევის ძალიან, ძალიან დრამატული ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ფილმის სიუჟეტი იმ მშობლებზე მოგვითხრობს, რომლებსაც საკუთარი შვილი არ უყვართ. ალიოშა ფილმის პირველივე ნაწილში ქრება. ის სახლიდან გარბის. ალიოშას მშობლები დროებით ერთიანდებიან, რომ შვილი იპოვონ. თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი ნერვიულობისა და ცრემლების ფონზე ჩვენ ვისმენთ ისტორიებს: როგორ უსიყვარულოდ გაიზარდა თავად ალიოშას დედა – ჟენია, როგორი დესპოტი დედა ჰყავდა მას, როგორი შეცდომა იყო ალიოშას დაბადება, როგორ უსიყვარულოდ გააჩინა შვილი და უსიყვარულოდვე გაატარა მასთან მთელი 7 წელიწადი.{{ArticleSplitCont}}

5. Wonder ("საოცრება")

Related image

ესაა გულისამაჩუყებელი და გმირული ამბავი ერთ საოცარ ბიჭსა და მის მეგობრებზე, რომლებიც პატარა ასაკში ისეთ პრობლემას აწყდებიან და აგვარებენ, რომელსაც ბევრი ზრდასრული ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში თვალსაც კი ვერ უსწორებს. ჯულია რობერტსისა და ოუენ უილსონის პერსონაჟები ნამდვილად სამაგალითო მშობლები არიან, რომლებიც ყველა დაბრკოლების მიუხედავად, შვილს გვერდით უდგანან და მასთან ერთად გადიან ძალიან, ძალიან დიდ, დრამატულ გზას. ფილმის მთავარი სლოგანი, ისევე, როგორც წიგნისა იყო - "აირჩიე სიკეთე", ეს ფილმიც ამას გვასწავლის. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ მშობლები ამ წიგნს აუცილებლად წაუკითხავენ შვილებს, ან ერთად ნახავენ არაჩვეულებრივ ფილმს არაჩვეულებრივი ისტორიით. {{ArticleSplitCont}}

6. The post ("საიდუმლო დოკუმენტები")

ფილმი გაბედულ ჟურნალისტებზეა, რომლებმაც ვიეტნამის ომის დროს პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტაცია გამოაქვეყნეს.{{ArticleSplitCont}}

7. Lady Bird ("ქალბატონი ჩიტი")

უფროსკლასელი გოგონას ისტორია, რომელმაც ერთი წელი გაატარა საკრამენტოში. მთავარი გმირი მშობლიური ქალაქიდან გაქცევას უფროსი ნახევარძმის დახმარებით ცდილობს.{{ArticleSplitCont}}

8. "ჩემი ბედნიერი ოჯახი"

ფილმის მთავარი გმირი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მარინა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს, კარდინალურად შეცვალოს საკუთარი რუტინული ცხოვრება და ოჯახი მიატოვოს, სადაც შვილები და მეუღლე სოსო ცხოვრობენ.{{ArticleSplitCont}}

9. The Florida Project ("პროექტი ფლორიდა")

6 წლის გოგონა მუნი დედასთან ერთად ძველ მოტელში ცხოვრობს, რომელსაც "ჯადოსნური სასახლე" ჰქვია. იგი ადგილობრივი "დისლეილენდის" შორიახლოს მდებარეობს. საცხოვრებლის მკვიდრთ შორის ბევრია მიტოვებული მარტოხელა დედა, თავიანთი ბავშვებით.{{ArticleSplitCont}}

10. Phantom Thread ("ფანტომური თემა")

ფილმში ასახულია 1950-იანი წლების ლონდონის მოდის ინდუსტრიის კულისებს მიღმა დანახული სინამდვილე, კერძოდ, წარმატებული და ნიჭიერი ჩარლზ ჯეიმსის ცხოვრების ისტორია, რომელიც ბრიტანეთის სამეფო კარსა და ელიტურ საზოგადოებას უკერავდა სამოსებს.

მარიამ ელიაშვილი