პატარა შავი კაბა ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. ასე დაგვიბარა კოკო შანელმა. ის იდეალური ვარიანტია ნებისმიერ წვეულებაზე ჩასაცმელად, ნებისმიერი აქსესუარი უხდება და მუდამ მოდურად გამოიყურება.
თუ გარდერობში შავი კაბა გაქვთ, კითხვა, "რა ჩავიცვა", დღის წესრიგიდან ამოღებულია.
კლასიკური შავი კაბა კოკო შანელმა 1926 წელს შექმნა. თითქმის 100 წელი გავიდა, მაგრამ მას არც აქტუალურობა დაუკარგავს და არც ქალურობა.
შავი ფერის კაბა

ყველა ქალს აწუხებს ერთი კითხვა: შავი ფერის კაბა ცნობილ დიზაინერთან შეიძინოს თუ მეგობარ მკერავს შეაკერინოს. ზოგჯერ ამ უკანასკნელის გამოჭრილ-შეკერილი მილიონჯერ ჯობია მსოფლიო დიზაინერის შექმნილს. წარმოგიდგენთ შავი კაბის 9 ვარიანტს, აირჩიეთ თქვენთვის მოსაწონი და შემდეგ ნახეთ მისი ფასი.

მეცხრე ადგილი, BP - 48 დოლარი.
მერვე ადგილი, French Connection - 88 დოლარი.
მეშვიდე ადგილი, Chelsea28 - 139 დოლარი.
მეექვსე ადგილი, Adrianna Papell - 220 დოლარი.
მეხუთე ადგილი, Halston Heritage - 445 დოლარი.
მეოთხე ადგილი, Michael Kors - 895 დოლარი.
მესამე ადგილი, Herve Leger - 1.390 დოლარი.
მეორე ადგილი, Anthony Vaccarello - 2.175 დოლარი.
პირველი ადგილი, Valentino - 3.490 დოლარი.