პოპულარულობა არც ისეთი მარტივია, რამდენადაც ერთი შეხედვით ჩანს. ცნობილ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ, შეეგუებიან საზოგადოების მხრიდან მუდმივ ინტერესსა და კრიტიკას თუ გაღიზიანდებიან ამით.
გთავაზობთ ცნობილი ადამიანების ყველაზე სკანდალურ და ეპიკურ სურათებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
საპირფარეშოში გადაღებული თამო ვაშალომიძის ფოტო საზოგადოებამ უჩვეულოდ და უცნაურად მიიჩნია. მოდელმა "ფეისბუქის" პერსონალურ გვერდზეც ატვირთა ეს ფოტო. მისმა "ფეისბუქის მეგობრებმა" არც იქ დაიშურეს კრიტიკული კომენტარები.
თინა მახარაძე თავისი სითამამისა და ექსტრავაგანტურობის გამო ხშირად ექცევა ყურადღების ეპიცენტრში. დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მსახიობის შეყვარებულთან, დიმუ მენაბდესთან ერთად საწოლში გადაღებულმა თამამმა ფოტომ, რომელშიც ნახევრად შიშველი წყვილი ერთმანეთს კოცნის.
სკანდალები არც ქეთათო ჩარკვიანისთვისაა უცხო. მომღერალი გამოირჩევა არაორდინარულობითა და ორიგინალური იდეებით. სოციალურ ქსელში დიდხანს განიკითხავდნენ ქეთათო ჩარკვიანის საპირფარეშოში გადაღებულ ფოტოს.
თამთა გოდუაძე ათენში გამართულ კონცერტზე ბერძენ მომღერალთან, პაოლასთან ერთად დუეტში მღეროდა. მათ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. ბერძენი მაყურებელი გაოცებას არ მალავდა. დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ ფაქტს საქართველოშიც.
ჩანს, ფოტოები საპირფარეშოდან ტენდენციად იქცა, ან ეს უბრალოდ ერთგვარი ჩელენჯია. როგორც არ უნდა იყოს, თიკო სადუნიშვილი მოდას არასდროს ჩამორჩება. ტელეწამყვანის სკანდალური ფოტო საპირფარეშოდან ცოტა ხნის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში მოდელისა და ყოფილი ტელეწამყვანის, ნუკი კოშკელიშვილის ფოტო გავრცელდა, სადაც ფეხმძიმე ნუკი გამომწვევ „ბოდეშია“ გადაღებული...
მერიემ კაკაურიძე