შუასაუკუნეებში მასიურ, ძვირფას ბეჭდებს მდიდრები და წარჩინებულები მხოლოდ სამშვენისებად არ იყენებდნენ.
პირველ რიგში, მათ დოკუმენტებზე ბეჭდის დარტყმის ფუნქცია ჰქონდათ, მეორე კი, სამეფო ინტრიგებში გახლართული წარჩინებულები, ბეჭდებში ყოველი შემთხვევისთვის, ძლიერმომქმედ შხამსაც ინახავდნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში შეუმჩნევლად გამოეყენებინათ.
კომპანია Saggi-ს Volumetric Rings-ის სერია წარმოადგენს თანამედროვე დიზაინით შექმნილ ბეჭდების კოლექციას საიდუმლო განყოფილებებით, სადაც ამჯერად შხამი კი არა, დახვეწილი საიუველირო მინიატიურები იმალება.
ბეჭდის თავსახური სპეციალურ კნოპზე ხელის დაჭერით იღება და შიგნით შეიძლება აღმოაჩინოთ... ფიგურები დიადემის, ფეხსაცმლის, ჭრიჭინას ან პეპლის, მარწყვის ან გულის გამოსახულებით. "კლასიკური" მინიატიურების გარდა, ავტორებმა ამ სერიაში შეიტანეს თანამედროვე, ახალგაზრდული ფიგურები - მაგალითად, სხვადასხვა ემოციის გამომხატველი სმაილები.
Volumetric Rings-ის ბეჭდები ყვითელი და თეთრი ოქროსგანაა შექმნილი, ხოლო მინიატიურები და სახურავი, რომელიც მათ ფარავს, ძვირფასი ქვებით არის მოოჭვილი: საფირონები და ლალი პაწაწინა ფიგურებზე, ხოლო ტოპაზი და ამეთვისტო- ყოველი ბეჭდის სახურავზე.
ზოგიერთი ეგზემპლარი თეთრი და იშვიათი შავი ბრილიანტებითაც არის მოვარაყებული. ამ უცნაური ბეჭდების კოლექცია იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველაზე მომთხოვნ და ჭირვეულ ქალსაც შეუძლია შეარჩიოს სასურველი სამკაული.
იხილეთ ფოტოგალერეა