საქართველოში ტატუს წლების წინ მხოლოდ ბიჭები იკეთებდნენ, დღეს კი სხეულის სხვადასხვა გამოსახულებით მოხატვა ორივე სქესის წარმომადგენლებში ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს.
marao.ge-სთან საუბრისას ტატუს ოსტატი - დავით კოჩუაშვილი ამბობს, რომ ძირითადად, გოგონებს მცირე ზომის ტატუები იზიდავთ, რომელთაც სხვადასხვა დატვირთვით იკეთებენ:
"ძირითადად, ტატუს 16-დან 25 წლამდე გოგონები იკეთებენ. მოდურს რაც შეეხება, ძირითადად, ცდილობენ, პატარა გამოსახულებები ამოისვირინგონ. თემატურად უფრო ხშირად არის სასიყვარულო ფრაზები, სიმბოლოები, მცირე ზომის ყვავილები, ჩიტები და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, მოდიან გოგონებიც, რომელთაც შედარებით დიდი ზომის და მეტად ორიგინალური იდეებიც აქვთ. თუმცა, ამ გოგონებმაც თავის დროზე სწორედ პატარა სიმბოლოებით დაიწყეს სხეულის მოხატვა", - ამბობს დავითი და ყველაზე პოპულარულ ტატუებსაც გვისახელებს:
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>