ყველა ადამიანი განსხვავებულია. ზოგი ტკბილეულის გარეშე ვერ ძლებს, ზოგს კი "მამაკაცური" კერძები უყვარს.
გაიგეთ, რომელია თქვენი ტიპი და იკვებეთ სწორად...
"ბაქტერიოდული" ტიპი

უყვარს საქონლისა და ფრინველის ხორცი. მირთმევს კარაქიან პურს და კრემიან ტორტებს.
განსაკუთრებული მახასიათებლები
კარგი მეტაბოლიზმი გაქვთ და შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და მწვადიც შეჭამოთ და ტორტიც, მაგრამ ამ ენერგოტიპის ადამიანების საჭმლის მომნელებელი სისტემა დამატებითი ზეწოლით მუშაობს.
თქვენი კვების გეგმა
ნუ დაგავიწყდებათ და ხორცთან ერთად ხილი და ბოსტნეული მიირთვით.
თქვენი ორგანიზმი კარგად იტანს დესერტებს, მაგრამ ეცადეთ, დღეში ხუთ ჩაის კოვზ შაქარზე მეტი არ მიირთვათ.
კვებითი პირამიდა ასე უნდა გამოიყურებოდეს: 40 პროცენტი რთული ნახშირწყლები (მარცვეულის პური, პასტა, ბურღულეული და მარცვლოვნები), 35 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 20 პროცენტი ცილა (ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები) და მხოლოდ 5 პროცენტი - ცხიმი დ შაქარი.
"პრევოტელას" ტიპი

ან ვეგეტარიანელი ხართ, ან უბრალოდ გიყვართ ხილი და ბოსტნეული. და არა ხორცი.
განსაკუთრებული მახასიათებლები
ორგანიზმი კარგად ამუშავებს შაქარსა და ნახშირწყლებს. ნორმაში გაქვთ "ბე1" ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა, მაგრამ იცით, რომ ლორწოვან გარსს უნდა მოუფრთხილდეთ?
თქვენი კვების გეგმა
აკონტროლეთ, რომ ორგანიზმმა დღეში 100-200 გრამი ცილა მიიღოს, რისი წყალობითაც განახლდება უჯრედები და კუნთებიც ფორმაში გექნებათ. თუ ხორცზე საერთოდ უარს ამბობთ, გაამდიდრეთ რაციონი თხილით, მზესუმზირით და სოიით.
"რუმინოკოკის" ტიპი

თუ ტკბილეულის, პასტისა და ორცხობილის გარეშე ვერ ძლებთ, "რუმინოკოკის" ტიპი ყოფილხართ.
განსაკუთრებული მახასიათებლები
გილოცავთ, თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა კარგად მუშაობს. თუმცა, ზედმეტი წონისკენ გაქვთ მიდრეკილება.
თქვენი კვების გეგმა
შეამცირეთ შაქარი! დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს ხუთ ჩაის კოვზს დღეში.
თუ ტკბილეულის გარეშე ვერ ძლებთ, გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც შაქარს შეიცავს (სოუსები, ნახევარფაბრიკატები, კონსერვები, კეტჩუპი).
ეცადეთ, დესერტები დღის პირველ ნახევარში მიირთვათ.
რუსუდან გელაშვილი

დიეტა-პირამიდა – ექიმის რჩევით
