დანიის მოდის კვირეულს საქართველოდან სოფო დიასამიზე ესწრება, რომელმაც "მარაო.გე"-ს აცნობა, წარმოდგენილ კოლექციებში დომინირებდა ფერების გრადაციები: კონიაკისფერი, ღია ნაცრისფერი და ლურჯი.
სოფო დიასამიძის ინფორმაციით, შთამბეჭდავი ჩვენება მოაწყო ვერონიკა ველენესმა. ის ნორვეგიელი დიზაინერია და წარდმოგენილი ჰქონდა იშვიათი ფორმისა და ზომის ყელსაბამები- უცხო ქვებით თუ ბროლით მორთული. სამკაული ოქროს და ვერცხლის ფერებში იყო გადაწყვეტილი. ის არამარტო ყელს, არამედ მთელს ზედატანს ამშვენებდა და ამგვარად, ერთიანობაში უჩვეულო ფორმისა და ფუნქციის მატარებელი გახლდათ.
ბრუნს ბასარის კოლექცია მოდის კვირეულის ერთ-ერთი ნიშანდობრივი მოვლენა გამოდგა, რომელიც, კოპენჰაგენის ერთ-ერთ მუზეუმში იქნა ნაჩვენები და განსაკურებული ელეგანტურობით და საშემსრულებლო ოსტატობით გამოირჩეოდა.
კოლექციის დიდი ნაწილი ქვედაბოლოებისა და ზედატანებისგან შედგებოდა, რომლებიც ერთ ან ორ ფერში იყო გადაწყვეტილი. თუმცა ყოველ სამოსს მრავალი უცხო დეტალი ამშვენებდა, განსაკუთრებით მრავალფეროვანი იყო მაისურებისა და ზედატანების კოლექციები, რომელბსაც იშვიათი თარგის მხრები თუ განსხვავებული ფაქტურის საყელო ამშვენებდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
გიორგი ბერიძე