"ყოველი 10 კაციდან ექვსს ჯადო აქვს გაკეთებული" - როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა ჯადო და როგორ გავთავისუფლდეთ მისგან - Marao

"ყოველი 10 კაციდან ექვსს ჯადო აქვს გაკეთებული" - როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა ჯადო და როგორ გავთავისუფლდეთ მისგან

2018-03-01 14:50:12+04:00

ჯადოსა და ავი თვალის შიში საქართველოში ოდითგანვე ჰქონდათ. დღესდღეობით, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ ჯადოს არსებობას მაინც ბევრი აღიარებს.
ე.წ. ნათელმხილველების თქმით, ათასგვარი ჯადო არსებობს, მათ შორის, უნაყოფობის და იმპოტენციის გამომწვევიც.

მიხეილ ცაგარელი: "ჯადო ეს იგივე შავი მაგიაა. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც შავი მაგი იყენებს ხმების ვიბრაციას და ენერგეტიკას - პირველ რიგში, ქონისა და სისხლის ენერგეტიკას, რადგან ამ გზით უარყოფითი ენერგიის გადატანა ადვილად შეიძლება. შავი მაგიის მიმდევრები შელოცვებს აწარმოებენ ქონზე, დახოცილი ცხოველების სისხლზე, თმაზე, რომელიც ინფორმაციის კარგი გადამტანია.

Rating

ეს არის დაბალი რანგის მაგია, მაგრამ არსებობს მაღალი რანგის მაგია, როდესაც ადამიანზე დისტანციური ზეგავლენა ხორციელდება, მაგალითად, ფოტოსურათით. ყველა ვარიანტში მაგიის პრინციპი ერთია: ადამიანის დაბრკოლება, მისთვის სირთულეების შექმნა. გაგრძელება