შოპინგი აუთლეტში: რას ნიშნავს ეს? - Marao

შოპინგი აუთლეტში: რას ნიშნავს ეს?

2018-03-07 11:51:59+04:00

დემოკრატიული შოპინგი ძალიან სასიამოვნოა. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია აუთლეტის მაღაზიები და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
იქ გაცილებით ხელსაყრელ ფასად იყიდება ცნობილი ბრენდების ნაწარმი, იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. შესაძლოა, ზოგმა წესიერად არც იცოდეს, რას ნიშნავს აუთლეტი, ან იცოდეს, მაგრამ - არასწორად! ამიტომ გადავწყვიტე, ბლოგში სწორედ ეს თემა მიმოვიხილო.

მაშ, ასე! რა არის აუთლეტი?

ეს არის მაღაზია, სადაც თავმოყრილია რამდენიმე ბრენდის გასული სეზონების კოლექცია. ადრე აუთლეტები მარტო საწარმოებში იყო განთავსებული და ჩამოფასებული ნაწარმის შესაძენად შორი მანძილის გავლა იყო საჭირო. ახლა აუთლეტის მაღაზიები მოსახერხებელ ადგილებშია გახსნილი და სასურველი ნივთის ყიდვა გაცილებით მარტივია.

აუთლეტი 3 სახის არსებობს:

1. მონობრენდი - ეს არის აუთლეტი, სადაც მხოლოდ ერთი ბრენდია წარმოდგენილი.

2. მულტიბრენდი - სავაჭრო ცენტრის სახის აუთლეტია, სადაც ბევრი ბრენდია წარმოდგენილი.

3. მულტიბრენდი „სოფელის“ სტილში - აუთლეტი, სადაც ბრენდები ცალკეულ მაღაზიებშია წარმოდგენილი.

ამათგან ყველაზე მოსახერხებელი მეორე სახის აუთლეტია.

რატომ ღირს აუთლეტებში ნივთები ასე იაფი?

ფასები რამდენიმე ფაქტორის გამოა დაკლებული:

• აუთლეტებში იყიდება გასული სეზონების კოლექციების საქონელი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უვარგისია.

• ნაწარმს შეიძლება ჰქონდეს უმნიშვნელო გარეგნული დეფექტი.