ბადრიჯნის უგემრიელესი სალათა - აჯაფსანდალის ალტერნატივა - Marao

ბადრიჯნის უგემრიელესი სალათა - აჯაფსანდალის ალტერნატივა

2018-03-09 11:55:39+04:00

გთავაზობთ ძალიან გემრიელი კერძის რეცეპტს.

ინგრედიენტები:

ბადრიჯანი — 1 ცალი

ბულგური (თერმულად დამუშავებული ხორბალი) — 150 გრ

წითელი ხახვი — 1 ცალი

ბოსტნეულის ბულიონი — 300 მილილიტრი

ზეითუნის ზეთი — 2 ს/კ

სულგუნი — 400 გ

ფქვილი — 3 ს/კ

პიტნა — 1 კონა

ოხრახუში — 1 კონა

კიტრი — 1 ცალი

პომიდორი — 2 ცალი

ბარდა (კონსერვი) — 1 ჭიქა

ბროწეულის მარცვლები — 100 გ

შესაზავებლად:

ზეითუნის ზეთი — 3 ს/კ

ლიმონის წვენი — 1 ცალი

ნიორი (დანაყული) — 2 კბილი

მომზადება:

ხახვი წვრილად დაჭერით. ჯამში მოათავსეთ ბულგური და ხახვი. დაასხით ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუწიეთ ცეცხლს და მოამზადეთ 10–12 წთ. გადაიტანეთ თეფშზე და გააცივეთ.

ბადრიჯანი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. გაახურეთ ტაფა-გრილი, წაუსვით ზეითუნის ზეთი და შეწვით ბადრიჯანი ორივე მხრიდან.

გადადეთ ცალკე.

ყველი დაჭერით ნაჭრებად. ამოავლეთ ფქვილში. შეწვით გავარდისფრებამდე.

ჯამში შეურიეთ სალათის შესაკმაზი ინგრედიენტები.

მწვანილი წვრილად დაჭერით, კიტრი - პატარა კუბებად. პომიდორი გაჭერით, ამოაცალეთ გული და წვრილად დაკეპეთ.

სასალათეში შეურიეთ დაჭრილი ბოსტნეული და საკმაზი: ბარდა, ბროწეულის მარცვლები, ბულგური. მოასხით ზეითუნის ზეთი, აურიეთ. ზემოდან დაადეთ ყველი და ბადრიჯანი.

გემრიელად მიირთვით!

რომელი მწვანილი რომელ კერძს უხდება (+ვიდეო)

რომელი მწვანილი რომელ კერძს უხდება (+ვიდეო)