სამეფო ოჯახის 8 არასტანდარტული წესი - Marao

სამეფო ოჯახის 8 არასტანდარტული წესი

2018-03-13 11:08:47+04:00

ერთი მხრივ, მეფე თითქოს ყოვლისშემძლეა, მაგრამ მეორე მხრივ, საოცარ, ზოგჯერ ღიმილისმომგვრელ კანონებს უნდა დაემორჩილოს.

სამეფო ოჯახის წევრებს ვერავინ მიმართავს მეტსახელით და სახელის შემოკლებული ფორმით. მიმართვა "ლედი დი" საოცრად შეურაცხმყოფელი იყო სამეფო ოჯახისთვის.

დაუშვებელია, პრინცებმა ერთი თვითმფრინავით იმგზავრონ. ტრაგედიის შემთხვევაში სამეფო მემკვიდრის გარეშე დარჩება.

ოფიციალურ შეხვედრაზე ბიჭებს მუდამ შორტი უნდა ეცვათ, რადგან შარვალი ზრდასრული მამაკაცის სამოსია. გოგონებს - კაბა და კარდიგანი.

სამეფო ოჯახის ყველა ჩვილი, სქესის მიუხედავად, ერთნაირ კაბაში უნდა მოინათლოს. მისი პირველი ნიმუში 1841 წელს შეიქმნა და 2003 წლამდე გამოიყენებოდა. მისი დიზაინი და თარგი დღემდე არ შეცვლილა.

სამეფო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ "მონოპოლიის" თამაში. ამ უწყინარმა, მაგრამ აზარტულმა თამაშმა შეიძლება ისინი ერთმანეთს გადაკიდოს.

დედოფალი ჭამას რომ მორჩება, სხვას სადილობის გაგრძელების უფლება არა აქვს. გარდა ამისა, დედოფალი ყველგან პირველი უნდა მიდიოდეს, რათა სხვების ზურგებს არ უყუროს.

მგზავრობისას სამეფო ოჯახის წევრს შავი ფერის სამოსი უნდა ეცვას. დავუშვათ, მისი არყოფნის დროს ვინმე რომ გარდაიცვალოს, ის უკვე სამგლოვიარო სამოსში იქნება ჩაცმული. სხვათა შორის, შავი ფერის სამოსის ჩაცმა სამეფო წვეულებებზე დაუშვებელია. ამ წესს მხოლოდ პრინცესა დიანა არღვევდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახის წევრებს ყველგან იცნობენ, მათ პასპორტები მუდამ თან უნდა ჰქონდეთ. უპასპორტოა დედოფალი ელისაბედი. თავისი თავისთვის პასპორტის აღების უფლებას ვერ გასცემს. საკუთარი ვინაობის დასამტკიცებლად შეუძლია ინგლისური ვალუტის რომელიმე კუპიურა წარმოადგინოს.

სამეფო ოჯახში ორი ბავშვის ყოლის ტრადიცია არსებობს, რომელიც კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტმა დაარღვია. იგი მესამე შვილს ელოდება. ბავშვის სქესის გამხელა დაუშვებელია, მაგრამ ამბობენ, რომ გოგონა დაიბადება.

რუსუდან გელაშვილი