ახალი საშუალება, რომელიც იდეალური წონის მიღებაში დაგეხმარება - Marao

ახალი საშუალება, რომელიც იდეალური წონის მიღებაში დაგეხმარება

2018-10-05 10:36:43+04:00

ზედმეტი კილოგრამები - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მათი მოშორება არ უნდა! მთავარი კი მოტივაციაა.
ძალიან ძნელია, გაუძლო ცდუნებას და არ მიირთვა გემრიელი დესერტი, ნამცხვრები, ჩიფსები, ფასტ-ფუდი და ა.შ. რამდენჯერ შეპირებიხართ თავს, რომ „ხვალიდან“ ან „ორშაბათიდან დიეტას იწყებთ“? - ალბათ, ძალიან ბევრჯერ.

ან დაგიწყიათ დიეტა და რამდენიმე დღის შემდეგ ისევ კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე დაბრუნებულხართ. იდეალურ შემთხვევაში, დიეტის ეფექტი მაქსიმალურად რომ გავაძლიეროთ, პარალელურად სპორტდარბაზში ვარჯიშია საჭირო, აუცილებლად პირადი ფიტნეს-მწვრთნელის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც გარდა იმისა, რომ სწორად გავარჯიშებთ, ინდივიდუალურ დიეტასაც დაგიწერთ.

რთული ცხოვრების რეჟიმის გათვალისწინებით კი, ამ ყველაფრის შესრულება საკმაოდ ძნელი, ზოგჯერ კი  წარმოუდგენელიცაა... სამსახურისგან დაღლილ-დაქანცულისთვის ფიტნეს-დარბაზში მთელი დატვირთვით ვარჯიში და ტრენაჟორებზე სიმძიმეების აწევა - გმირობის ტოლფასია. შემდეგ სახლში მისულმა შიმშილი უნდა დათრგუნოთ და მხოლოდ უცხიმო ხაჭოთი ან მაწვნით შემოიფარგლოთ.

ძალიან ეფექტურია სპეციალური, გასახდომი საშუალებები, რომელთა შეძენაც ონლაინაა შესაძლებელი.

თუ ვარჯიშობთ, დამხმარე საშუალებები ეფექტს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

ყველას უნდა, სხეულის მასა სასურველ პარამეტრებს ერგებოდეს...

სხეულის მასის იდეალური ინდექსი კი ასეთია:

გთავაზობთ დიეტას ნახშირწყლების დაბალი შემცველობით. ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ შიმშილი. დიეტა დაბალი ნახშირწყლებით - კვების სისტემაა, რომელიც დამყარებულია პროდუქტებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს. რაციონში მკვეთრად იზღუდება ნახშირწყლების მიწოდება, რის გამოც ორგანიზმი საჭირო ენერგიას საკუთარი ცხიმის რეზერვიდან იღებს.

ამ დიეტის მთავარი ღირსება ისაა, რომ არ დაიტანჯოთ შიმშილის გრძნობით. დიეტა მინიმუმ ერთი თვე უნდა დაიცვათ.

დღე პირველი (ორშაბათი)

საუზმე: ხაჭო 200 გრ, ვაშლი 1 ცალი, ჩაი ან ყავა (უშაქრო).

სადილი: თევზი და ბოსტნეული (მოხარშული ან გამომცხვარი) 200 გრ.

სამხარი: ვაშლი ან ფორთოხალი

ვახშამი: წიწიბურა და ხორცი - მცირე ულუფა.

დღე მეორე (სამშაბათი)

საუზმე: ომლეტი 2 კვერცხისგან, ვაშლი, ჩაი ან ყავა.

სადილი: მოშუშული ძროხის ხორცი სალათასთან და ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად - 200 გრ.

სამხარი: ხილი და ნატურალური იოგურტი.

ვახშამი: სოკოს სუპი.

დღე მესამე (ოთხშაბათი)

საუზმე: უცხიმო ყველი 100 გრ, ფორთოხალი, ყავა ან ჩაი.

სადილი: ქათმის სუპი

სამხარი: ვაშლი ან უტკბო იოგურტი.

ვახშამი: ჩაშუშული კომბოსტო ხორცთან.

დღე მეოთხე (ხუთშაბათი)

საუზმე: წიწიბურა

სადილი: ხორცი ბოსტნეულით 200 გრ

სამხარი: ხილი.

ვახშამი: ყავისფერი ბრინჯი თევზთან ერთად.

დღე მეხუთე (პარასკევი)

უცხიმო ყველი 100 გრ და მოხარშული კვერცხი 2 ცალი, ჩაი ან ყავა

სადილი: მჭლე ღორის ხორცი 200 გრ და ბოსტნეულის სალათა.

სამხარი: ერთი ჭიქა იოგურტი და ვაშლი.

ვახშამი: მოთუშული ბოსტნეული ქათამთან ერთად.

დღე მეექვსე (შაბათი)

საუზმე: ხაჭო 200 გრ, ჩაი ან ყავა.

სადილი: სუპი ხორცის ბულიონით.

სამხარი: ხილი

ვახშამი: გამომცხვარი თევზი 200 გრ, ბრინჯი.

დღე მეშვიდე (კვირა)

საუზმე: წიწიბურა, ჩაი ან ყავა

სადილი: სოკოს სუპი

სამხარი: ნატურალური იოგურტი 200 გრ. ფორთოხალი

ვახშამი: გამომცხვარი ღორის ხორცი ბოსტნეულთან ერთად 200 გრ.

თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ დიეტა ან, თუ გსურთ, რომ საქმე უფრო გაიმარტივოთ, ბრიტანული კომპანიის, HEALTHAID-ის მიერ შექმნილი პრეპარატი - პიკოქრომი უნდა მიიღოთ. მისი მიღება შეუძლიათ დიაბეტის მქონე ადამიანებსაც და მათაც, ვისაც გულის პრობლემები აქვთ. პიკოქრომი ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნილებას და ავსებს ქრომის დეფიციტს ორგანიზმში. ქრომის ნაკლებობა კი ჭარბი წონის განვითარების საფუძველია.

პრეპარატის შეძენა შეგიძლიათ "სახალხო აფთიაქის" ქსელში.