ეს რეცეპტები დაგეხმარებათ, ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ სიშავე თვალების გარშემო, სახლის პირობებში - Marao

ეს რეცეპტები დაგეხმარებათ, ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ სიშავე თვალების გარშემო, სახლის პირობებში

2021-03-13 10:14:37+04:00

ალბათ, ქალების 99%-ს აწუხებს თვალების გარშემო მუქი შეფერილობა, რაც ჩვენს სახეს დაღლილ იერს სძენს.
მინიმუმ 7-8-საათიანი ძილი და ჯანსაღი კვების რეჟიმი ბანალურია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ამ პრობლემის დასამარცხებლად. თუმცა, ბევრ ჩვენგანს არ აქვს ხანგრძლივი ძილის ფუფუნება და კვების რეჟიმის დარღვევაც ხშირად გვიწევს, იქნება ეს სამსახურში მოკლე შესვენების გამო თუ ჩვენი დაუძლეველი სურვილისა, ვჭამოთ გემრიელი, მაგრამ არასასარგებლო საკვები. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ შედარებით მარტივ ხერხებს, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად.

1. ერთ-ერთი მარტივი ტექნიკა სიშავის გასანეიტრალებლად არის სველი ჩაის პაკეტების უპეებზე დადება. 

დასველების შემდეგ ჩაის პაკეტები ცოტა ხნით შეინახეთ მაცივარში, რომ გაცივდეს და შემდეგ გამოიყენეთ. უმჯობესია, გვირილისა და მწვანე ჩაის პაკეტები დაიდოთ თვალებზე.

2. დაიტანეთ ნუშის ზეთი უპეებზე ძილის წინ, სათუთად დაიმასაჟეთ, დაიტოვეთ ღამის განმავლობაში და დილით ცივი წყლით ჩამოიბანეთ. უკეთესი შედეგისთვის ნუშის ზეთს დაამატეთ E ვიტამინი.

3. პომიდორი და ლიმონი - სიშავეების მოსაშორებლად სახლის პირობებში ყველაზე ეფექტური საშუალებაა. 1 ჩაის კოვზი პომიდვრისა და ერთ-ნახევარი კოვზი ლიმონის წვენი გააზავეთ და დაიდეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნაზად ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში ორჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.

თათა ბერაძე