გაზაფხული სიახლეებისა და განახლების პერიოდია. ამ დროს ყველა ადამიანი ცდილობს, მის ცხოვრებაში სიახლე შეიტანოს. განახლების ერთ-ერთი კარგი საშუალება კი სახლის რემონტი, ინტერიერის განახლებაა.
სასიამოვნოდ შეცვლილი სახლი დადებითად დაგმუხტავთ და პოზიტიური ემოციები მთელი დღე გაგყვებათ.
რემონტი, რომელიც ასე სასიამოვნოა ადამიანისთვის, ხშირად ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა გარკვეული რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, სახლის ბიუჯეტურად განახლებაც შესაძლებელია. ჩვენ გირჩევთ, როგორ გააკეთოთ რემონტი მარტივად და ეკონომიურად.
• ზუსტად განსაზღვრეთ, რა მასშტაბის სარემონტო სამუშაოები ესაჭიროება თქვენს სახლს. გამოიყენეთ ინტერნეტრესურსები, გამოჰკითხეთ ახლობლები, ვინც ახლახან გააკეთა რემონტი, დაიხმარეთ ნაცნობი მშენებლები. თუ რემონტის და ინტერიერის განახლების გეგმას ზუსტად დასახავთ, ჩათვალეთ, რომ ხარჯები უკვე შემცირებულია.
• ეკონომია არ გააკეთოთ უსაფრთხოებაზე. ელექტროგაყვანილობისა და სანტექნიკისთვის გამოიყენეთ მაღალი ხარისხის პროდუქცია. ამით, ერთი მხრივ, თქვენს უსაფრთხოებას დაიცავთ; მეორე მხრივ, მის ახლო მომავალში გაფუჭებას აირიდებთ თავიდან. ეს კი დამატებითი ხარჯებისგან დაგიცავთ, რადგან სანტექნიკისა და გაყვანილობის გამოცვლა მოცემულ მონაკვეთზე სრულ რემონტთანაა დაკავშირებული.
• რემონტის გასაკეთებლად მოძებნეთ გამოცდილი და სანდო ხელოსანი. არ ენდოთ ”ყველაფრის ოსტატებს”, რომლებიც სრული რემონტის გაკეთებას რამდენიმე დღეში დაგპირდებიან.
• ტექნიკის შერჩევისას არ გამოტოვოთ აქციები და შეთავაზებები. მაგალითად, კომპანია ”ჰოთსეილი” პარტნიორი კომპანიების საშუალებით გთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას ტექნიკაზე. ”ტექნოსერვისში” სხვადასხვა სახის მსხვილ ტექნიკას 400-500-ლარიანი ფასდაკლებით შეიძენთ. შეიძლება მოცემულ ტექნიკას მცირე ვიზუალური ხარვეზი ჰქონდეს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ფასდაკლება, რომელსაც კომპანია “ჰოთსეილთან” ერთად გთავაზობთ. აღნიშნული დანაზოგით თქვენ შეიძლება სხვა ტექნიკაც კი იყიდოთ და გამოვა, რომ ორს ერთის ფასად შეიძენთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ”ტექნოსერვისი” ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს. კომპანიას ტექნიკის შეკეთების სერვისიც აქვს და წარმოადგენს SAMSUNG, APPLE, SONY, Hotpoint-Ariston, indesit, whirpool,kenwood,Braun, Delongi, LG, Redmond,Electrolux, Tefal, moulinex, Roventa ავტორიზებულ სერვისცენტრს საქართველოში. თბილისსა და ქუთაისში მდებარე ფილიალებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური ინჟინერ-მექანიკოსები მოგემსახურებიან.
• რაც შეეხება ავეჯს, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ, ”ჰოთსეილის” ვაუჩერები გამოიყენოთ და განსაკუთრებული ფასდაკლება მიიღოთ. მის პარტნიორებს შორის არიან Zirka georgia, რომელიც მაღალი ხარისხის რბილ ავეჯს გთავაზობთ. LT Gallerea-ში შეგიძლიათ შეიძინოთ რბილი, საოფისე და საბავშვო ავეჯი 50%-მდე ფასდაკლებით. sinus.ge კი ინოვაციური დიზაინის ხის ავეჯს შემოგთავაზებთ. ”ჰოთსეილის” საშუალებით ავეჯის შეძენის შემთხვევაში თქვენ ფულთან ერთად, დროსაც დაზოგავთ, რადგან სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეძლებთ შეთავაზებების დათვალიერებას და სასურველის შერჩევას.
ასე რომ, ინტერიერის განახლებისგან თავს ნუ შეიკავებთ, თუ ხელს მხოლოდ შეზღუდული რესურსი გიშლით. რემონტის და ინტერიერის განახლება სწორი დაგეგმვისა და არსებული შესაძლებლობების გამოყენების შემთხვევაში, მისაღებ ფასადაც შესაძლებელია.