9 ყოველდღიური რამ, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებს ეხმარება, მუდამ ფორმაში იყვნენ - Marao

9 ყოველდღიური რამ, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებს ეხმარება, მუდამ ფორმაში იყვნენ

2020-01-12 11:57:32+04:00

ყველა ქვეყანაშია დამახასიათებელი თვისებები და რიტუალები. მაგალითად, ჰოლანდიაში პატარაობიდანვე სწავლობენ ველოსიპედის მართვას, ისრაელში ზღვის მარილის აბაზანას იღებენ... ჩვენ ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო რჩევები შეგირჩიეთ.

ჰოლანდია - ველოსიპედი

მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელ ერად ითვლება. ბავშვობიდანვე სწავლობენ ველოსიპედის მართვას. ჰაერსაც არ აბინძურებენ და ვარჯიშით სიცოცხლესაც იხანგრძლივებენ.

იაპონია - შუადღის ძილი

დიდი კორპორაციების მფლობელებმა დაადასტურეს, რომ სადილის შემდეგ ნახევარსაათიანი ძილი ან თვლემაც კი აუმჯობესებს თანამშრომლების შრომისუნარიანობას.

შვეიცარია - მიუსლი

100 წლის წინ პაციენტებისთვის შვეიცარიელმა ექიმმა პირველად დაამზადა მიუსლი. მან შეურია დაფქულ-დაღერღილი შვრიის ფანტელები, ბრინჯი, ქატო, ფეტვი, ჭვავი, ხორბალი, ლიმონის წვენი და წყალი. მირთმევის წინ კი - იოგურტი, ხილი და თხილეული. დღემდე ყველა შვეიცარიელი თავს ვალდებულად მიიჩნევს, მიირთვას მიუსლი, რათა იყოს ჯანმრთელი.

პოლონეთი - საოჯახო სადილი

ოჯახში მომზადებული კერძი მეტად გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე რესტორნისა.

ჩინეთი - თეთრი ჩაი

ყველა ქალი ცდილობს, ახალგაზრდობა შეინარჩუნოს. ჩინელები ანტიოქსიდანტებით მდიდარ თეთრ ჩაის სვამენ. ის გიცავთ დაბერებისა და კანის კიბოსგან.

საბერძნეთი - ჯანსაღი საკვები

თევზი, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები, ზომიერად ღვინო და მარცვლეული - ყველაფერი ეს ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის წყაროა.

ისრაელი - ზღვის მარილი

მასში შემავალი მინერალები ხელს უწყობს ჰორმონალური ცვლის აღდგენას, ნერვული სისტემის დამშვიდებას, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

ბალი - ქოქოსი

სილამაზის საიდუმლო ქოქოსშია. რძეს სვამენ და კერძებში უმატებენ, ზეთით კი უვლიან თმას, კბილებს, ფრჩხილებს. ის ანტიმიკრობული, დამატენიანებელი და კანის დაბერების საწინააღმდეგო საშუალებაა.