ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში მსახიობები და მოდელები თვალებს ისრის მოყვანილობით იხატავდნენ. თუმცა დღესაც ეს რეტრო-სტილი არ კარგავს აქტუალობას და ისევე მოდურია, როგორც უწინ. ასე დახატული თვალები არა მარტო ძალიან მეტყველია, არამედ ძალიან მაცდურიც და კაშკაშაც.
მაგრამ beauty-ოლიმპზე მყარად მდგარი smoky eyes სწორად უნდა გაიკეთოთ. აქ მთავარი - ზუსტად გავლებული კონტურია, წინააღმდეგ შემთხვევაში"კატის მზერის" ნაცვლად რაღაც აბსტრაქცია გამოგივათ.
რაშია თვალის ასეთი მაკიაჟის პოპულარობის საიდუმლო? სიმარტივესა და უნივერსალურობაში - უხდება ყველას, ხაზს უსვამს თვალის კონტურს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკობრივი მაკიაჟის დროს, თვალს ცეცხლოვან გამომეტყველებას აძლევს, გამოხედვას კი - უფრო ღრმას.
ისრები უხდება ყველას - ქერას, შავრგვრემანს, წითურს, მთავარია - სწორად შეარჩიოთ ფანქრისა და ჩრდილების ფერი.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და მოხიბლეთ ყველა ერთი შეხედვით!
ანჯელინა ჯოლის დღის მაკიაჟი
დღეს განვიხილავთ მაკიაჟის , რომლის გაკეთებაც, ვფიქრობთ, ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს.
პირველ რიგში მაგალითისთვის მოვიყვანთ ანჯელინა ჯოლის მაკიაჟს: ღია, სადა, ლამაზად მოხაზული ისრებით, წარბის ზუსტი კონტურით, ღია ფერის პომადითა და ეგრეთ წოდებული ბლესკით.
ასეთი მაკიაჟით შეგიძლიათ წახვიდეთ საყიდლებზე, სამსახურში და პაემანზეც კი.
ზაფხულის სიცხეში ტონალური კრემი სველი სპონჟით წაისვით, რომ გაფართოებულ ფორებში ღრმად არ ჩაჯდეს.
თვალის ჩრდილი ნაკლებ მბზინავი უნდა იყოს, ფერები კრემისფერით დაწყებული ღია ვარდისფრით დამთავრებული შეარჩიეთ, კონტურული ფანქარი რუხი ან ყავისფერი უნდა იყოს.
მთელ ქუთუთოზე წაისვით ნაკლებმბზინავი ღია ჩრდილი, შემდეგ თვალის შიდა კუთხეში შედარებით მუქი ტონი, მაგალითად რუხი ან ყავისფერი - ოღონდ ბევრი არა, ნელ-ნელა წამწამების ზრდის სიმაღლეზე და ცოტათი კიდევ მაღლა ადით. ახლა წარბის ქვეშ წაისვით მბზინავი, ღია ფერის ჩრდილი.
დაბოლოს, იკეთებთ ისრებს. აიღეთ აილაინერი და თვალის შიდა კუთხიდან დაწყებული წამწამის კონტურზე ბოლომდე გაავლეთ ხაზი.
იმისათვის, რომ ხაზი სწორი და მკვეთრი გამოვიდეს, ერთი ხელის მოსმით ნუ გაავლებთ ხაზს, არამედ პატარ-პატარა შტრიხებით ფრთხილად მოხაზეთ ის. მას შემდეგ, რაც ხაზს ბოლომდე გაავლებთ, ბოლოდან 1/3-ით უკან დაიხიეთ და კვლავ გაავლეთ მსუბუქი, მოქნილი ოდნავ ზემოთ აწეული ხაზი.
ახლა ქვედა ქუთუთოზე წაისვით ფუნჯით შედარებით მუქი ფერის (რუხი, ყავისფერი) ჩრდილი ისე, რომ ზედა ქუთუთოს ჩრდილსა და ისარს შეუერთდეს. ტუში შავი ან ყავისფერი წაისვით, ერთი, მაქსიმუმ ორი შრე.
მაკიაჟის ბოლო შტრიხი - წაისვით ტუჩზე ნაზი, ღია ვარდისფერი"ბლესკი".