ეს ის ასაკია, როცა თან გსურთ, ელეგანტურად გამოიყურებოდეთ და თან - მოდურადაც. თუმცა, ახალგაზრდულობა რომ შეინარჩუნოთ, არც ეს იქნება ცუდი.
ყავისფერი - ჰარმონია და დახვეწილობა

სოლიდური და პრეზენტაბელური ფერია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ფერი: შოკოლადისფერი, ყავისფერი, წაბლისფერი, დარიჩინისფერი. შეუხამეთ ღია ფერებს, მოერიდეთ მონოქრომულ კომპლექტს.
მწვანე - ბუნებრიობა და კეთილდღეობა

სიმდიდრისა და სიცოცხლის ფერია. სალათისფერი, ნეფრიტისფერი, ზურმუხტისფერი, მუქი მწვანე და ა.შ. ეს ის ფერებია, რომლებიც სტატუსსა და რაფინირებულ გემოვნებას გამოავლენს. თუმცა, მოერიდეთ ძალიან გახუნებულ და მყვირალა ფერებს. ნუ გადაიტვირთებით აქსესუარებით.
ლურჯი - სიღრმე და საიდუმლო

საფირონისფერი, ელექტრიკი, ზღვის ფერი, ცისფერი... განსაკუთრებით მდიდრულად გამოიყურება 40 წლის და მეტის ქალების გარდერობში. შეუხამეთ ღია ფერებს და ელეგანტურ აქსესუარებს.
წითელი - ეფექტი და თვითკმაყოფილება

ლიდერის ფერს სოლიდური ქალბატონები ირჩევენ. ბორდო, ტომატი, კარმინი, მარჯნისფერი - ყველა რესპექტაბელური ფერია და 40 წელს გადაცილებულ ქალებს განსაკუთრებით უხდება. შეუხამეთ მშვიდ, ნეიტრალურ ფერებს, ფასონს და შესაბამის აქსესუარებს.
იისფერი - ინდივიდუალიზმი და არისტოკრატიულობა

ჰარმონიული და მგრძნობიარე ფერია. ინდიგო, ბადრიჯნისფერი, ამეთვისტოსფერი, იასამნისფერი, მეწამული არავის დატოვებს გულგრილს. ტოტალ ლუკის შემთხვევაში სამოსი მუქი ფერის უნდა იყოს და მოკრძალებული, ელეგანტური თარგის.