თუ აქამდე ფიქრობდით, რომ ბედნიერებისთვის აუცილებლად ბევრი ფულია საჭირო, თქვენ ცდებოდით!
- რა არის ბედნიერება? ბედნიერება უმაღლესი კმაყოფილების შეგრძნებაა, რომლისთვისაც მუდმივი სტიმული ან მიზანია საჭირო. ბედნიერება სხვადასხვაგვარია, მაგრამ ყველა ადამიანს ერთნაირად სურს ის.
ბედნიერებისათვის არ არის აუცილებელი, ყველაზე ძვირად ღირებული მანქანა გყავდეთ ან ლატარიაში მილიონი მოიგოთ. ბედნიერება შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამაც მოგიტანოთ; მაგალითად, ძველი, დაკარგული მეგობრის მოულოდნელმა სატელეფონო ზარმა ან გამვლელის უნებლიე ღიმილმა, ჩიტების ჭიკჭიკმა თუ წვიმის წკაპუნმა… ბედნიერება ყველგანაა, ჩვენ ირგვლივ. ყველა ადამიანში, უბრალოდ, უნდა შეგვეძლოს მისი დანახვა, გაცნობიერება და შეგრძნება.
თუ ნეგატიურ ფიქრებს პოზიტიურით შეცვლით, ბედნიერ ცხოვრებას უფრო მიუახლოვდებით! დამტკიცებულია, რომ ფიქრებს დიდი ძალა აქვს. ადამიანები, რომლებიც მუდამ ნეგატიურად ფიქრობენ, ფიქრობენ იმაზე, რაც არ სურთ, რაც არ მოსწონთ, ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოდიან, რადგან მიიზიდავენ იმას, რასაც “უიღბლობას” ეძახიან. ადამიანს, რომელიც მუდმივად ცუდ ხასიათზეა და ცხვირ-პირი ჩამოსტირის, ყველა მოერიდება. განწყობა გადამდებია! როგორც ცუდი, ასევე კარგი.
ხშირად ისეც ხდება, რომ ბედნიერების მიღებაში საკუთარი ორგანიზმი გვიშლის ხელს. დეპრესია - ეს სიტყვა უცხო არავისთვისაა. დეპრესია არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ხასიათდება მოწყენილობით. ამ დროს ადამიანს არ უნდა ჩვეული საქმიანობის შესრულება. ბედნიერების შეგრძნებისთვის დიდ როლს თამაშობს ჰორმონი ენდორფინი, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება, რაც ჩვენს ორგანიზმში - თავის ტვინში გამოიყოფა. სწორედ ამ ჰორმონის ნაკლებობა იწვევს ნეგატიურ განწყობას. ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივადაა შესაძლებელი.
„გინდა იყო ბედნიერი? - იყავი!“
შეცვალეთ სიტყვა “უნდა” სიტყვა “მინდათი”. ხშირად ხდება, როდესაც ადამიანი ვალდებულების გამო აკეთებს რაღაცას. ეს არასწორია. არც ერთი ადამიანი არ არის ვალდებული, რომ რაღაც გააკეთოს. რასაც აკეთებთ, აკეთებთ იმიტომ, რომ თქვენ ეს გინდათ. - “მაღაზიაში უნდა ჩავიდე”, ამის ნაცვლად თქვით: - ”მინდა მაღაზიაში ჩასვლა პროდუქტების საყიდლად”. ასე ნეგატიურ ენერგეტიკას აიცილებთ თავიდან.
“სხვა გზა არ მაქვს, ჯერ უნდა დავასრულო სამუშაო და შემდეგ წავიდე წვეულებაზე!” - ეს არასწორია! გამოსავალი ყოველთვის არსებობს! არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული, რადგან თქვენ ირჩევთ ყოველთვის, როგორ მოიქცეთ. თქვენ თავად აანალიზებთ სიტუაციას, აკეთებთ შედეგის პროგნოზს, ადარებთ მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებს და ამ ყველაფერზე დაყრდნობით ღებულობთ გადაწყვეტილებას. ასეთ სიტუაციაში უმჯობესია, თუ იტყვით: - “უფრო ჭკვიანური იქნება, თუ დავასრულებ სამუშაოს და მერე წავალ წვეულებაზე!”
“არ შემიძლია!” - რამდენჯერ გითქვამთ ეს სიტყვა? მაშინაც, როცა არ იყო სიმართლე? “აღარ შემიძლია სიარული, აღარ შემიძლია წერა, არ შემიძლია ამ ადამიანთან ურთიერთობა” და სხვა. არსებობს ფრაზა: - “არ მინდა!” - “არ შემიძლია ამ ადამიანთან ურთიერთობა”, ამის ნაცვლად თქვით: - “არ მსურს ამ ადამიანთან ურთიერთობა!”
“შეუძლებელია”- დაიმახსოვრეთ, რომ შეუძლებელი არაფერია! 1998 წელს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი - ევერესტი, ინვალიდმა დაიპყრო! მთავარი სურვილი, მონდომება და მოქმედებაა!
“არასოდეს” - არასოდეს თქვა არასოდეს! შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ისეთი რაღაც მოხდეს, რისი წარმოდგენაც “არასოდეს” შეგეძლოთ.
ადამიანის ორგანიზმს აქვს აღდგენის უნარი. ჭრილობა ხორცდება. დაავადება იკურნება. ადამიანები, რომლებიც დეპრესიაში არ ვარდებიან და პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებენ, გაცილებით სწრაფად იკურნებიან.
თქვენ წარმოიდგინეთ, „ბედნიერების წამალიც“ არსებობს. მას ტრიპტოფანი ჰქვია. მისი მიღება 16 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ეს არ გახლავთ ქიმიური პრეპარატი. ტრიპტოფანი მცენარე გრიფონიის თესლისგან მიიღება და ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას. ის შველის შფოთვას, ღელვას, უძილობას, ადვილად გაღიზიანებადობას, უიმედობის შეგრძნებას, ენერგიის ნაკლებობას, უხალისობას, სულის შეხუთვას, შაკიკს და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს.
კოლოფში 50 ტაბლეტია და ღირებულება 49,50 ლარს შეადგენს, რაც დღეში დაახლოებით ერთი ლარი გამოდის.
ყველას შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ, შეცვალოთ კარგისკენ! “ეს დასასრულია”! - ბევრი ადამიანისაგან გამიგია ეს სიტყვები. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა რაღაც სრულდება, მაგრამ ყველა დასასრულს რაღაც ახლის დასაწყისი მოჰყვება! ყოველ ადამიანში არის უდიდესი ძალა. თუ ადამიანი თავის თავს დაძლევს და მოერევა, მას წინ ვეღარაფერი აღუდგება.